FM97.5 / LIVE

გიორგი გახარიას მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.06.2019
Manifest.ge-ზე შეიქმნა პეტიცია, სადაც მოქალაქეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოუწოდებენ, პოსტი არ დატოვოს.

გიორგი გახარიას მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

"გახარიამ მინისტრის პოსტზე დანიშვნიდან, დაამტკიცა მისი პატრიოტიზმი და ქვეყნის ერთგულება, მისი ძლიერი პოლიტიკური ფიგურის მიხედვით ადვილად შეიძლება ვიმსჯელოთ თუ რაოდენ კარგად შეუძლია მართოს მან პოლიტიკური კრიზისები და ქვეყანაში არსებული არეულობა და ოპოზიციური პარტიების თუ სხვა გარე მტრის მიერ მართული სცენები. ზუსტად ასეთი ძლიერი პიროვნების გადაყენებას ითხოვს დღეს ოპოზიციური პარტია, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი მსურველი არ ყავს მის გადაყენებას, მაგრამ პეტიციის შემქმნელების მიზანია დაანახოს საზოგადოებას, რომ მისნაირი ძლიერი პოლიტიკური ფიგურა საჭიროა დღეს საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი ძალოვანი სტრუქტურის პირველი პირი იყოს“, — წერია განცხადებაში.

პეტიციის ავტორად მითითებულია მოქალაქე თორნიკე სვანიძე, ადრესატად — პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი. პეტიციას თან ერთვის ჰეშთეგი: #გახარიაჩვენიმინისტრია.

„ნეტგაზეთი“ ესაუბრა პეტიციის ავტორს, თორნიკე სვანიძეს, რომელმაც მოგვწერა, რომ არის სტუდენტი, რომლისთვისაც „მთავარია სიმშვიდე, თავისუფლება და ევროპული გზა“.

„ვხედავ, რომ არეულობა მზადდება და გახარიაში ვხედავ იმ ძალას და პროფესიონალიზმს, რომელიც ყველას გვჭირდება ახლა, დღევანდელი რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე. ამიტომ გადავიწყვიტე, შემექმნა ეს პეტიცია, გამეზიარებინა ჩვენი საზოგადოებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რადგან გახარია არის სტაბილურობის გარანტი“, — მისწერა მან „ნეტგაზეთს“

წყარო: netgazeti.ge


01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.06.2020 ‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020 ‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

03.06.2020 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

03.06.2020 ‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გამოკითხვა: უნდა აიკრძალოს თუ არა საახალწლო ასაფეთქებლების გამოყენება [Video]
მოქალაქეები მთავრობას ელექტრონული პეტიციებით მიაწვდიან ხმას
5 წლამდე ბავშვების სრული უფასო სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა
'აკრძალეთ ასაფეთქებელი სათამაშოები'– ინტერნეტში პეტიცია ვრცელდება
რეზინის ტყვიების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა
20 ოპოზიციური პარტია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს
შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს – გახარია