FM97.5 / LIVE

მინდია ენდელაძე მძლეოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.06.2019
ახალციხელმა სპორტსმენმა მინდია ენდელაძემ მოლდოვაში წარმატებით იასპარეზა და 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ლიცენზია მოიპოვა.

მინდია ენდელაძე მძლეოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს [ვიდეო]
მინდია ენდელაძე მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში იმყოფება, სადაც გუშინ 22 ივნისს და დღეს, 23 ივნისს ევროპის ჩემპიონატზე ლიცენზიის მოპოვებისათვის წარმატებით იასპარეზა.

„გუშინ, 400 მეტრ დისტანციაზე ვირბინე, სადაც 40 მორბენალი იღებდა ჩემთან ერთად მონაწილეობას. დღეს კი 200 მეტრი ვირბინე და ჩემპიონატზე ლიცენზია მოვიპოვე“,–გვითხრა მინდია ენდელაძემ.

გარდა ამისა, სპორტსმენმა მოლდოვაში, 200 მეტრ დისტანციაზე სირბილით, საქართვლეოს 23 წლამდელთა რეკორდი მოხსნა.

ევროპის ჩემპიონატი, სადაც მძლეოსნობაში ახალციხელი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, შვედეთში, 11 ივლისს დაიწყება და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მინდია ენდელაძის თქმით, ევროპის ჩემპიონატამდე, იგი ოთხ ივლის ყაზახეთში მიემგზავრება, სადც ქალაქ ალმაატაში გამართულ კომერციულ შეჯიბრზე „კაზანოვას თასის“ მოსაპოვებლად იასპარეზებს.

მოლდოვაში, ევროპის ჩემპიონატის ლიცენზიის მოპოვებამდე, მინდია ენდელაძემ 14–15 ივნისს თბილისში საქართველოს პირველობა მოიპოვა და 400 მეტრი 48.39 წამში დაფარა.



[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მინდია ენდელაძე მძლეოსნობაში საქართველოს ჩემპიონია
მინდია ენდელაძემ თურქეთის ღია პირველობაზე გამარჯვება მოიპოვა
პირველი ადგილი 400 მეტრზე გარბენში–მინდია ენდელაძის წარმატება ბაქოში
ახალციხელმა მძლეოსანმა ბაქოში ორი ოქროს მედალი მოიპოვა
ბექა ბერძენიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
თაობა მაXიმუმი: მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის [Audio]
ნინოწმინდელმა სპორტსმენმა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი აიღო