FM97.5 / LIVE

პრეზიდენტი: ტურისტებმა ჩამოსვლა უნდა გააგრძელონ, რადგან საქართველო უყვართ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 23.06.2019
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, დროებით აკრძალოს რუსეთიდან საქართველოში ფრენები, პასუხობს და აცხადებს, რომ ტურისტებმა ჩამოსვლა უნდა გააგრძელონ, რადგან საქართველო უყვართ.

პრეზიდენტი: ტურისტებმა ჩამოსვლა უნდა გააგრძელონ, რადგან საქართველო უყვართ
„[რუსმა] ტურისტებმა უნდა გააგრძელონ ჩამოსვლა, რადგან მათ უყვართ საქართველო. ხოლო პოლიტიკოსებმა და ლიდერებმა უნდა გადაჭრან პრობლემები, რაც საფუძველია იმისა, რაც მოხდა, და ამ პრობლემების გადაწყვეტა ნიშნავს, რომ ჩვენ ხელახლა უნდა გავაერთიანოთ საქართველოს ტერიტორიები. ამან არ უნდა იმოქმედოს ტურისტებზე, არ უნდა იმოქმედოს მოსახლეობაზე და არ უნდა იმოქმედოს მშვიდობიან მდგომარეობაზე, რაც, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოში არსებობს“,–აცხადებს სალომე ზურაბიშვული.

ზურაბიშვილმა ეს 22 ივნისს, ტელევიზია „ევრონიუსთან“ ინტერვიუში თქვა ჟურნალისტის კითხვაზე, რას უპასუხებდა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართლებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.

ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

ამასთან, ტუროპერატორებისთვის და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაცისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.

[sknews.ge]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
რუსეთის დროშებიანი მანქანები ახალციხეში [photo]
ისტორიკოსები: პუტინის საკუთარ ვერსიას არაფერი აქვს საერთო ისტორიასთან
'პოლიციამ უნდა იმოქმედოს თავშეკავებულად' - სომხური არასამთავრობოების საბჭო ახალქალაქის ინციდენტზე
„ბორჯომის“ ექსპორტი რუსეთში უახლოეს პერიოდში აღდგება
რუსეთის წამყვანი ტურ-ოპერატორები  ბორჯომ–ბაკურიანში
„ბორჯომი“ რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს