FM97.5 / LIVE

შსს: აქციაზე დაკავებულ 121 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

მთავარისიახლე, სამართალი 22.06.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივნისს აქციის მსვლელობისას დაკავებული პირებიდან 121 ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენი კი გათავისუფლდა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სამართალდამცველთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

შსს: აქციაზე დაკავებულ 121 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. უწყება დღეს, 22 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ მოუწოდებს.

შსს–ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით განსაზღვრულ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და აზრი გამოხატონ კანონით დაშვებული მშვიდობიანი ფორმით.

აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო დანარჩენი გათავისუფლდა - შეეფარდა ადმინისტრაციული ჯარიმა ან სიტყვიერი შენიშვნა. ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიმართ საქმის განხილვა გადაიდო.

ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 20 ივნისის აქციისას ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების (მათ შორის ჟურნალისტების მიმართ) ფაქტების შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო. აღნიშნული სამართალდამცავები აქციების დროს მართლწესრიგის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აღარ მონაწილეობენ".

[sknews.ge]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა
შსს: აქციის დაშლაში მონაწილე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა
შსს: ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა იქნება აღკვეთილი
შსს: პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები
შსს–მ კანცელარიასთან გამართულ აქციაზე 28 პირი დააკავა
სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა