FM97.5 / LIVE

თბილისში აქცია გრძელდება, პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია განლაგებული

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.06.2019
თბილისში პარლამენტის მიმდებარედ აქცია გრძელდება, ტერიტორიაზე სპეცრაზმიც განლაგდა. თსუ–ს პირველ კორპუსთან შეკრებილი სტუდენტების ნაწილი აქციას პარლამენტთან შეურთდა.

თბილისში აქცია გრძელდება,  პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია განლაგებული
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმი განლაგდა. მათ გამოჩენას აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების შეძახილი მოჰყვა "წადი, წადი". ამასთან, მოქალაქეებმა მშვიდობის ნიშნად სიმბოლურად ხელები ასწიეს.

ამ დროისთვის აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები. ისინი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

საქართველოს პარლამენტთან 20 ივნისს დაწყებული აქცია 19:00 საათისათვის განახლდა. აქციის მონაწილეები რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტის გარდა, პარლამენტთან მიმდინარე დემონტრაციის ძალადობრივი ფორმით დაშლასაც აპროტესტებენ.

პარლამენტთან შეიკრიბნენ, პოლიტიკოსები, ხელოვანები, მწერლები, სტუდენტები, მოქალაქეები. ისინი რამდენიმე მოთხოვნას აჟღერებენ, ესენია: შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

[sknews.ge]


20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

13.03.2020 ამერიკელი დიპლომატები ქართველ ბავშვებს წიგნებს ონლაინ წაუკითხავენ

11.03.2020 სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.03.2020 ‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი

27.03.2020 ‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე

27.03.2020 ბავშვთა ვაქცინაცია უწყვეტად უნდა გაგრძელდეს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

27.03.2020 დღეს არსად არ არის შეკრების დრო, არც სამეგობროში და არც ეკლესიებში - პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აქციაზე გიგი უგულავას ბოთლები ესროლეს
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციაზე პირველადი დახმარების აღჭურვილობით მივიდნენ
თბილისში პარლამენტთან საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
პარლამენტთან მოქალაქეები რუსი დეპუტატების ჩამოსვლას და რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებენ
აქციის ორგანიზატორებმა გახარიას გადასადგომად ვადა, ორ საათამდე მისცეს
პარლამენტის წინ აქციაზე გიორგი კვირიკაშვილი მივიდა
პარლამენტთან სარალიძის მხარდამჭერი აქცია განახლდა