FM97.5 / LIVE

თბილისში აქციები განახლდა, მონაწილეები გახარიას გადადგომისთვის სამ საათიან ვადას აძლევენ [ვიდეო]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.06.2019
თბილისში რუსთაველის გამზირზე და თსუ–ს უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქციები გაგრძელდა, მონაწილეები შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ. გამომსვლელების თქმით, ისინი გახარიას სამ საათს აძლევენ, რომ გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

თბილისში აქციები განახლდა, მონაწილეები გახარიას გადადგომისთვის სამ საათიან ვადას აძლევენ [ვიდეო]

აქციაზე გამომსვლელებმა დღევანდელ შეკრებას "ახალგაზრდული რევულუცია" უწოდეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, არ შეიძლება მოქალაქეების დასახიჩრება, როდესაც ისინი რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებენ.

აქციას შეუერთდნენ ახალციხიდანაც, როგორც „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე ამბობს, ახალციხიდან პარტიის მხარდამჭერების მობილიზება არ მომხდარა.

„საშინელება იყო როდესაც უიარაღო საპირისპიროდ იარაღი იყო გამოყენებული, რამდენიმე ადამინის სიცოცხლის გადარჩენაზეც ზრუნავენ ექიმები. დიდი პროტესტი გამლოიწვია და ჩემი აზრით, ჩვენი ხელისუფლება ნელა–ნელა გვაპარებდა რუსულ ნარატივს. ხან კულტურის სფეროების ჩამოყვანით, ხან პოლიტიკოსებით და გუშინ მოაწყვეს პიკი. ძალიან კარგი რომ გამოფხიზლდა საზოგადოება და თვალნათლივ დაინახეს და უთხრეს ხელისუფლებას უარი. არა რუსეთს! ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარული ერი და ჩვენ ჩვენს თვაისუფლებას სისხლის ფასად დავიცავთ“,–განაცხადა გელა დემეტრაძემ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის პარალელურად, სტუდენტების აქცია მიმდინარეობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში. ისინი თბილისში 20 ივნისის აქციის დარბევას აპროტესტებენ. სტუდენტები აცხადებენ, რომ კრიზისიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი 2020 წლის საპარლამენტი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა. თუმცა, ისინი ეწინააღმდგებიან ბრძოლის გაგრძელებას პოლიტიკოსებთან ერთად.





თბილისში აქციები განახლდა, მონაწილეები გახარიას გადადგომისთვის სამ საათიან ვადას აძლევენ [ვიდეო]

თბილისში აქციები განახლდა, მონაწილეები გახარიას გადადგომისთვის სამ საათიან ვადას აძლევენ [ვიდეო]

ფოტო–ვიდეო: ნინო ნარიმანიშვილი

[sknews.ge]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

პროტესტის მეოთხე დღე –  თბილისში აქცია განახლდა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა
თბილისში აქცია გრძელდება,  პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია განლაგებული
აქციის ორგანიზატორები: 24 ივნისს 14:00 საათზე ავტოკოლონა შსს-კენ სიგნალებით გაემართება
პარლამენტთან მოქალაქეები რუსი დეპუტატების ჩამოსვლას და რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებენ
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციაზე პირველადი დახმარების აღჭურვილობით მივიდნენ
თბილისში პარლამენტთან საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია