FM97.5 / LIVE

,დაღამდება და ფიქრობ, რა იქნება ხვალ, გავძლებ კი?' – ამბები პატარა მიტარბიდან [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.06.2019
„ცხენით ბორჯომში გასაყიდად ყველი მიჰქონდა კაცს, წაექცა ცხენი, დაებნა ყველაფერი და წაღვერამდე ძლივს ჩააღწია. ეს რა ცხოვრებაა?! უკანა ვართ ყველაფრით!“ - ბორჯომის მაღალმთიან სოფელს 14 ოჯახი შემორჩა.

,დაღამდება და ფიქრობ, რა იქნება ხვალ, გავძლებ კი?' – ამბები პატარა მიტარბიდან [ფოტო/ვიდეო]

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი პატარა მიტარბი ბაკურიანის თემს ეკუთვნის. მდებარეობს მდინარე გუჯარეთის წყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე.

სოფელს არ აქვს სასმელი წყალი, გზა, სკოლა, საბავშვო ბაღი და მაღაზია. სოფლამდე ვერ მიდის სასწრაფოს მანქანა, არადა სოფელი მუნიციპალური ცენტრიდან სულ რაღაც 29 კილომეტრით არის დაშორებული.

პატარა მიტარბში, ოფიციალურად, 14 ოჯახია დარეგისტრირებული. აქედან უმეტესობა სოფელში მხოლოდ ზაფხულის სეზონზე ადის.

პატარა მიტარბისკენ სანამ ავუხვევდით, სოფელ ტიმოთესუბანში „ბირჟაზე“ გვითხრეს, რომ გზა არ იყო და სოფლამდე ვერ ავიდოდით. გზა მართლაც საშინელი აღმოჩნდა. ღრმულები და ჩამოშლილი კლდეები. ქვა–ღორღი ისედაც ვიწრო გზას სულ უფრო გაუვალს ხდიდა. გზის ერთ მონაკვეთზე, სადაც გავლა შეუძლებელი იყო, ტრაქტორი მუშაობდა. როგორც გვითხრეს, ოთხი –ხუთი დღეა, ასეა კლდის ქვები ჩამოწოლილი და ტრაქტორი დღეს გამოაგზავნესო. გზის ერთ მხარეს მანქანით ვიდექით ჩვენ, მეორე მხარეს ებრაელ ველოსიპედისტთა ჯგუფი და ველოდით გზის გაწმენდას.

30 – 45 წუთის შემდეგ ავუყევით გზას. ბუნება ირგვლივ ულამაზესია: დაბლა ხევში, წვიმისგან ადიდებული მდინარე, როგორც გვითხრეს, მიტარბულა ჰქვია, გრიალით მოდის. გზაზე ერთი მანქანაც კი არ გვხვდება.

როგორ ცხოვრობენ ახლა პატარა მიტარბში


პატარა მიტარბში ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ. სოფელში ასვლისას მხოლოდ ოთხი პატარა დაგვხვდა. ბებიასთან ზინაიდა თედიაშვილთან, ვლადიკავკაზიდან ჩამოსული დავით ბიტიევი და ბორჯომში გადასული, ამავე ოჯახის შვილიშვილები: მარიამ, თამარ და გიორგი თედიაშვილები.

თავდაპირველად ვერ გავარკვიეთ რომელი მოხუცის შვილიშვილები იყვნენ ბავშვები. მათ ყველა ეფერებოდა. პატარა გიორგი ხან ვის ეჭირა ხელში, ხან ვის. თამარის ფეხის წაბორძიკებაზე ერთიანად წამოიშალნენ ხის ძირში მჯდარი მოხუცები. როცა დავითს ფოტო გადავუღე, თამარს თმების გასწორება ყველამ დაუწყო...

სოფელ პატარა მიტარბში მცხოვრებნი მიწას ამუშავებენ და საქონელიც ჰყავთ. აქ რძეს უფრო დაგალევინებენ, ვიდრე წყალს, რადგან მოსახლეობა სასმელ წყალს სოფლიდან ოთხი კილომეტრის დაშორებით, ბაკურიანის მთიდან ეზიდება.

მიწაც ურწყავია, ამიტომაც აქაურები ღმერთის იმედად არიან – გაწვიმდეს და მოსავალს ეშველოს.

სოფელ პატარა მიტარბის მკვიდრი, 70 წლის თინა სამსონიძე, გვიყვება, რომ აქ დაიბადა და გაიზარდა. ოთხი კლასიც პატარა მიტარბში დაამთავრა, მერე სწავლა დიდი მიტარბის სკოლაში გააგრძელა. ამბობს, რომ სოფელში არაფერი არ აქვთ. ყველაფერი უკან მიდის და მსგავსი მდგომარეობა, რაც ახლაა, არასდროს ყოფილა.

თინა სამსონიძე საუბრობს პრობლემებზე, მიწაზე დამოკიდებული გლეხის გაჭირვებაზე, უგზოობაზე და ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე: „რამდენი განცხადება ჩავიტანეთ ბორჯომში, ჩააგდეს ნაგვის ურნაში და რა აზრი აქვს განცხადების დაწერას. ყველანაირად გაჭირვებული ხალხი ვართ“.

მან ერთი ისტორიაც გვიამბო: „ცხენით, ბორჯომში, გასაყიდად ყველი მიჰქონდა კაცს. წაექცა ცხენი, დაებნა ყველაფერი და წაღვერამდე ძლივს ჩააღწია. ეს რა ცხოვრებაა, უკანა ვართ ყველაფრით“.



მოხუცები ამბობენ, რომ სანამ შეუძლიათ, აქაურობას არ დატოვებენ. ქალაქში წასულ შვილებს მიეხმარებიან და აქ დაიმარხებიან.

პატარა მიტარბის ახალგაზრდები


ახალგაზრდა ოჯახები ბორჯომში ან ბაკურიანში არიან წასულები, ქირით ცხოვრობენ, რათა შვილებს განათლება მისცენ.

31 წლის თამრიკო კულუმბეგოვი, რვა წელიწადია, სოფლის რძალია. ახლა ქმართან და სამ შვილთან ერთად ბაკურიანში ცხოვრობს. ამბობს, რომ აქ რომ იყოს წყალი, გზა და სკოლა, აქაურობას არაფრით დატოვებდა. ახლა კი, გასუსაძლისი პირობების გამო, იძულებულია წავიდეს. ქმარი მოხუც მშობლებთან ზამთარში ფეხითაც კი ამოსულა, წამალი რომ მიეტანა. თამრიკომ ერთი შემთხვევა გაიხსენა: „ჩემი შვილი ორწლინახევრის იყო; მუცელი ასტკივდა; მაღალი სიცხეც ჰქონდა ვერ ჩაუქრეთ, სასწრაფო ვერ ამოვიდა, ნახევარ გზაზე ჩვენ ჩავიყვანეთ ბავშვი. ბრმა ნაწლავი ტკიოდა, გადავრჩით. ასეთი მომენტები გვიქმნის გაუსაძლის მდგომარებას“.

„დაღამდება და ფიქრობ, რა იქნება ხვალ? გავძლებ კი?“ – ამბობს თამრიკო.



ვლადიმერ თედიაშვილიც პატარა მიტარბის მკვიდრია. ის ცოლთან და სამ შვილთან ერთად ბორჯომში ცხოვრობს.
ფოტო – ვლადიმერ თედიაშვილი.

,დაღამდება და ფიქრობ, რა იქნება ხვალ, გავძლებ კი?' – ამბები პატარა მიტარბიდან [ფოტო/ვიდეო]

ბავშვების გამო ვარ წასული ბორჯომში, მინდა რომ ისწავლონ. პატარა მიტარბის გარეშეც არ შემიძლია, გზათაშუა ვარ. რატომ უნდა დაიცალოს სოფლები? სოფლის გარეშე ქვეყნის ცხოვრება ვერანაირად ვერ იქნება. ქვეყანა სოფლითაა ძლიერი.

პატარა მიტარბის ბავშვები


,დაღამდება და ფიქრობ, რა იქნება ხვალ, გავძლებ კი?' – ამბები პატარა მიტარბიდან [ფოტო/ვიდეო]
დავით ბიტიევი

დავით ბიტიევი ცხრა წლისაა. ორჯონიკიძეში ცხოვრობს. საზაფხულო არდადაგებზე ბებიასთანაა ჩამოსული, ამბობს რომ პატარა მიტარბი ძალიან უყვარს და როცა გაიზრდება პოლიციელი გახდება და აუცილებლად აქ იცხოვრებს.

,დაღამდება და ფიქრობ, რა იქნება ხვალ, გავძლებ კი?' – ამბები პატარა მიტარბიდან [ფოტო/ვიდეო]
თამარ თედიაშვილი

თამარ თედიაშვილი – ხუთი წლის. დადის ბორჯომში საბავშვო ბაღში.

მარიამ თედიაშვილი – შვიდი წლის მარიამის ბებია ზინაიდა თედიაშვილი გვიყვება, რომ მარიამი როცა ბორჯომში სკოლაში მიიყვანეს ბავშვებთან მიჩვევა თავდაპირველად გაუჭირდა, რადგან ხალხმრავლობას არ იყო მიჩვეული. ახლა უკვე სკოლაში კარგად გრძნობს თავს ლელა მასაწავლებლის წყალობით და ამიტომაც უნდა რომ თვითონაც მასწავლებელი გამოვიდეს.

პატარა მიტარბში ცხოვრობენ ქარქოსაშვილები, თედიაშვილები, კურტანიძეები...

სოფლიდან მოსახლეობის ძირითადი ნაწილი 90–იან წლებში, არეულობის დროს წავიდა.

„ახლა ნასახლარებს ხომ ხედავთ? აქ მცხოვრები ხალხი, რომ არ წასულიყო, მთელ მინდვრებს მოედებოდა და დიდი სოფელი გაშენდებოდა“, – ამბობს ზინაიდა თედიაშვილი და 29 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს: „ოსი ვარ და, არეულობის დროს, ჩვენს სახლში შემოიჭრნენ. თავს რომ დაგვესხნენ, ზუსტად მაგ დროს, ცხვარი გავყიდეთ და ფულიც გვქონდა. შემოცვივდნენ ბანდიტები იარაღით. სულ გადმოყარეს ყველაფერი, მე გამოვიტანე და ძირს დავყარე ოქრო. მიყვირეს, რაზე დაყარე, შენი მათხოვრები ვართო! მაშინ დაარბიეს ყველა ოსის ოჯახი და ორი დღის ვადა მოგვცეს, დაგვეტოვებინა აქაურობა. მამათილი და დედამთილი დარჩნენ. ჩვენ წასულები ვიყავით ორჯონიკიძეში. სამი თვის შემდეგ ჩამოვედით. დადიოდნენ კიდევ ის ლაწირაკები და აშინებდნენ თურმე მამათილს, მერე შიშის გამო ავადმყოფობა დაემართა და გარდაიცვალა. მაშინ ტირილით დავბრუნდი, ვერ მივატოვეთ აქაურობა და ახლაც გავძლებ როგორმე“.

პატარა მიტარბს აქვს დიდი პოტენციალი, ისევ იქცეს მნიშვნელოვან კურორტად. მინერალური წყლის საბადო „მიტარბი“ ხომ აქაა. სამკურნალო, სუფრის, მინერალური წყალი „მიტარბი“ ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქრონიკული კოლიტისა და ენტეროკოლიტის, ჰეპატიტების და ღვიძლის ფუნქციის გადახრების უებარი წამალი და ამ დაავადებათა პრევენციის კარგი საშუალებაა.
ამ რესურსის სწორად მოპოვებას და გამოყენებას კი, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე რეგიონისთვის, ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.

სოფელ პატარა მიტარბში ყოფნისას, წვიმა დაიწყო. უკანა გზაზე, ისევ დაგვხვდა სავალ გზაზე ჩამოშლილი კლდის ქვები.

,დაღამდება და ფიქრობ, რა იქნება ხვალ, გავძლებ კი?' – ამბები პატარა მიტარბიდან [ფოტო/ვიდეო]

[გულო კოხოძე, ნანა ინასარიძე, ბორჯომი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ცხელი ტურისტული სეზონი და  მოუმზადებელი კურორტი
ხმა სოფლიდან: პატარა ხორენია [Audio]
ხმა სოფლიდან: პატარა წირა ცხრა კომლით [Audio]
ხმა სოფლიდან: პატარა არაგიალი [Audio]
ხმა სოფლიდან: პატარა კონდურა [Audio]
პატარა ხანჩალში საცხოვრებელი სახლი დაიწვა [ფოტო]
ხმა სოფლიდან: პატარა პამაჯი [Audio]