FM97.5 / LIVE

‘ნუ გვესვრი’– ახალციხეში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.06.2019
ახალციხეში, შსს–ს რაიონულ სამმართველოსთან, ჟურნალისტებმა და არსამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათ კოლეგების მიმართ, 20 ივნისის ღამეს განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს.

‘ნუ გვესვრი’– ახალციხეში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს
"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" მიერ, ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულ აქციას, ახალციხეში „სამხრეთის კარიბჭესა“ და „მეცხრე არხის“ ჟურნალისტები, ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართვლოს“ რეგიონული კოორდინატორი შეუერთდნენ.

„დღეს ჩვენ ვაპროტესტებთ ძალის გადამეტებას შს სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, ეს უდაოდ იყო ძალის გადამეტება. ძალიან ბევრი ჟურნალისტი დაშავდა რაც იყო დაუშვებელი ქმედება და ეს, უნდა იყოს გამოძიებული“,–გვითხრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ რეგიონულმა კოორდინატორმა თამუნა უჩიძემ.

„ეს აქცია არის გუშინდელი მოვლენების გამოძახილი. ყველა ვამბობთ, არა ძალადობას! არა ოკუპაციას! და არ უნდა მოხდეს ჟურნალისტების ხელის შეშლა“,–ამბობს „მეცხრე არხის“ დირექტორი მაია იველაშვილი.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტის მარიამ ბარძიმაძის თქმით, ამ ფორმით, სოლიდარობა გამოხატა იმ ჟურნალისტების მიმართ, ვინც აქციაზე დაშავდა: „სამართალდამცველებმა გუშინ, ხელი შეუშალეს ჩვენს კოლეგებს, რათა მათი პროფესიული მოვალეობა შეესრულებინათ. დიახ! რუსეთი ოკუპანტია და დღეს ჩვენ ამის სათქმელადაც მოვედით“.

ჟურნალისტების აქცია, ასევე, გაიმართა:თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, ხარაგაულში და კახეთში.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მედიის 31 წარმომადგენელი, რომლებიც 20-21 ივნისს, თბილისში აქციის ძალით დაშლის დროს დაშავდნენ.

‘ნუ გვესვრი’– ახალციხეში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

‘ნუ გვესვრი’– ახალციხეში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქარტია მოუწოდებს შსს–ს უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება
“სამხრეთის კარიბჭესთან” გამართულ საპროტესტო აქციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს–სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
‘ნუ გვესვრი’– დღეს, 15:00 საათზე, ჟურნალისტები აქციას გამართავენ
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიმართვა საჯარო მოხელეებს
ხვალ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრება გაიმართება