FM97.5 / LIVE

Human Rights Watch: პოლიციამ აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.06.2019
„პოლიციამ თბილისში რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის წინააღმდეგ… ხელისუფლების ვალდებულება იყო პოლიციას დაეცვა საერთაშორისო სტანდარტები“, – წერს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch.

Human Rights Watch: პოლიციამ აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა

აღნიშნულ ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.

„პოლიციამ მხოლოდ პროპორციული ძალა უნდა გამოიყენოს, ისეთი საშუალება, როგორიც რეზინის ტყვიებია, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოიყენოს. სამართალდამცველები ვალდებული არიან პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას, როგორც სანქცირებული, ისე არასანქცირებული აქციის დროს… ძალის გამოყენების შესახებ გაეროს მიერ დადგენილი სტანდარტი სამართალდამცველებისგან მოითხოვს, არ მიმართონ ძალადობრივ საშუალებებს,“ – აღნიშნულია Human Rights Watch-ის მიერ დღეს, 21 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია თავის განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს მიერ აღიარებულ ნორმებზე.

ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

წყარო:netgazeti.ge


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

18.10.2019 ასპინძის საძოვრები ნაგავსაყრელიდან ისევ ბინძურდება

18.10.2019 ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ოპოზიციამ მორიგი აქცია 19 საათზე ჩანიშნა
ომბუდსმენი: აქციის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ თითოეულ ინციდენტს ვსწავლობთ
ექიმი: პარლამენტთან დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა
აქციის დარბევისას, სულ მცირე, 12 ჟურნალისტია დაშავებული
აქციაზე რეზინის ტყვიებს ისვრიან –არიან დაშავებულები [ვიდეო]
სამცხე–ჯავახეთში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებენ
პროტესტის მეოთხე დღე –  თბილისში აქცია განახლდა