FM97.5 / LIVE

ახალქალაქში მეხუთე სართულიდან 7 წლის ბავშვი გადმოვარდა

მთავარისიახლე, შემთხვევა 21.06.2019
დღეს, 21 ივნისს, ახალქალაქში მრავალსართულიანი ბინის მეხუთე სართულიდან შვიდი წლის ბავშვი გადმოვარდა. იგი ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

ახალქალაქში მეხუთე სართულიდან 7 წლის ბავშვი გადმოვარდა

ახალქალაქის ჰოსპიტალის მენეჯერის ალექსანდრ თოროიანის თქმით, შვიდი წლის ბიჭი, დაახლოებით, საათნახევრის წინ [12:00 საათისთვის] შეიყვანეს მათთან. ამ ეტაპზე ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია. მას ორივე ბარძაყის მოტეხილობა აღენიშნება.

„აღენიშნება ორივე ბარძაყის მოტეხილობა, რეანიმაციაშია, სტაბილური მდგომარეობა აქვს“, – გვითხრეს საავადმყოფოში.

თოროიანის თქმით, პაციენტი სომხეთის მოქალაქეა და მას ან თბილისში, ან ერევანში გადაიყვანენ.

სააგენტო „ჯეინიუსის“ ინფორმაციით, ბავშვი მარტო იყო სახლში და აივანზე თამაშობდა, როდესაც გადმოვარდა. ადგილზე, სადაც ის დაეცა, სხვა ბავშვები თამაშობდნენ. მათი თქმით, შვიდი წლის ბიჭი ფეხებით დაეცა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ორი წლის ბიჭი ისევ საავადმყოფოში რჩება
ახალციხეში სასტუმროს მეორე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა
ასპინძაში მეორე სართულიდან 2 წლის ბიჭი გადმოვარდა
მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია
ახალციხის პარკში ატრაქციონიდან 7 წლის ბიჭი გადმოვარდა
სასტუმროს მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი გამოკვლევებისთვის თბილისში გადაჰყავთ
ახალციხეში 19 წლის გოგო მეორე სართულიდან გადმოვარდა