FM97.5 / LIVE

აქციისას დაშავებული 11 ადამიანი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.06.2019
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორის ნინო ქოჩორაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მათ კლინიკაში დაშავებული 46 ადამიანი შეიყვანეს, აქედან 35 უკვე გაეწერა.

აქციისას დაშავებული 11 ადამიანი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს
ექიმის თქმით, კლინიკაში დარჩენილი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„ღამის განმავლობაში კლინიკაში 46 პაციენტი შემოვიდა. ამათგან ამ დილისთვის 35-მა უკვე დატოვა კლინიკა, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ. მკურნალობას სტაციონარში განაგრძობს 11 პაციენტი, რომელთაც ჩაუტარდათ სხვადასხვა ქირურგიული ოპერაცია. ძირითადად ეს გახლდათ სხეულის სხვადასხვა მიდამოს რბილქსოვილოვანი დაზიანებების გამო. დაზიანებები იყო ქვედა კიდურების მიდამოებში, სახის არეში და 2 გახლდათ მუცლის ღრუს დაზიანება", – აცხადებს ნინო ქოჩორაშვილი. მისივე თქმით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, დღეს ისინი სავარაუდოდ დარჩებიან დაკვირვების რეჟიმში და ხვალისთვის ზოგიერთი მათგანის გაწერის საკითხი დადგება.

მათივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში თვალის არეში მიყენებული ჭრილობებით არცერთი პაციენტი არ შესულა. რაც შეეხება ინტოქსიკაციას, ოთხი შემთხვევა იყო, ოთხივე მათგანს გაეწიათ დახმარება და გაეწერნენ ბინაზე.

ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

[sknews.ge]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ექიმი: პარლამენტთან დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა
ევექსი: ინციდენტის დროს დაშავებული ოთხივე პაციენტი კლინიკაში რჩება
აწყურთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა
ავარიის დროს დაშავებული ტრაილერის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა,  102 პაციენტი კლინიკებში რჩება
თბილისის კლინიკებში აქციისას დაშავებული 28 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას
ბოლაჯურთან ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია