FM97.5 / LIVE

მარგველაშვილთან შესახვედრად სოფლებიდან მიკროავტობუსებით ჩამოვიდნენ

მთავარიპოლიტიკა 12.09.2013
ვინ საიდან ჩამოვიდა კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატთან შესახვედრად ახალციხეში და რას აცხადებენ ამომრჩევლები

მარგველაშვილთან შესახვედრად სოფლებიდან მიკროავტობუსებით ჩამოვიდნენ
აწყური, ვალე, ბოგა, წყრუთი ეს იმ სოფლების მცირე ჩამონათვალია, საიდანაც მოსახლეობა სპეციალურად აქციისთვის გამოყოფილ მიკრო ავტობუსებით ჩამოვიდა.

მარგველაშვილის ვიზიტს სოფელ აწყურიდან 200-მდე ადამიანი შეუერთდა. როგორც აწყურის მკვიდრი პენსიონერი გულო ბოჟაძე ამბობს მოსახლეობამ საკუთარი სურვილით გადაწყვიტა, რომ გიორგი მარგველაშვილს დახვედროდა, თუმცა ახალციხეში საკუთარი ხარჯით არ ჩამოსულა.

„აქ იმიტომ ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატს. უკეთესი ცხოვრების იმედი გვაქვს. წინა დღეს გვითხრეს, რომ სოფელში მარშუტკები იქნებოდა გაჩერებული, რომელიც აქციაზე წამოგვიყვანდა, ფული არაფერში გადაგვიხდია“,-ამბობს გულო ბოჟაძე, სოფელი აწყურის მკვიდრი.

საკუთარი სურვილით და ხარჯით ჩამოვიდნენ ვალის მცხოვრებლები.

„ვისაც უნდოდა დღევანდელ დღეს აქ ყოფილიყო ისინი წამოვედით, საკუთარი ტრანსპორტით. ჩვენ მხარს ვუჭერთ გიორგი მარგველაშვილს“,-ამბობს ვალის მკვიდრი კახა სარიშვილი.

გიორგი მარგველაშვილის დასახვედრად სოფლებიდან სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლებიც ჩამოვიდნენ.

„მარშუტკებით ვართ ჩამოსულები. მასწავლებლებმა გვითხრეს, რომ გიორგი მარგველაშვილის დასახვედრად ახალციხეში უნდა წავიდეთო. სოფელშიც იყვნენ "ოცნების" წევრები ამოსულები და გვითხრეს რომ ჩამოვსულიყავით“,-ამბობს სოფელ წინუბნის მკვიდრი სკოლის მოსწავლე მარი კურტანიძე.

სოფელ ბოგაში მცხოვრებ ოთარ გორგაძეს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდება: „ძალიან კარგი კაცია, პატიოსანი. გვინდა, რომ ეს ადამიანი გახდეს ჩვენი პრეზიდენტი“.

მარგველაშვილის ვიზიტს საჯარო სამსახურის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. აქციაზე იმყოფებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბლიაძე და გამგეობის თანამშრომლები, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი. მარგველაშვილის შეხვედრა მოსახლეობასთან 13:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლები შეხვედრაზე დროზე ადრე 12:30 საათზე გამოჩნდნენ.

მარგველაშვილთან შესახვედრად სოფლებიდან მიკროავტობუსებით ჩამოვიდნენ

ასევე აქციაზე იმყოფებოდნენ საბავშო ბაღების თანამშრომლები, საჯარო სკოლის მასწავლებლები და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებიც.

მარგველაშვილთან შესახვედრად სოფლებიდან მიკროავტობუსებით ჩამოვიდნენ

[sknews.ge]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

"ქართული ოცნება" ახალციხეში მარგველაშვილის დასახვედრად ემზადება (R)
"ოცნების" ახალციხის შტაბმა მარგველაშვილის ვიზიტი დააანონსა
მარგველაშვილმა მესხეთში მოსახლეობასთან შეხვედრა დაასრულა
მარგველაშვილი მერაბიშვილის მშობლიურ კუთხეს სტუმრობდა (R)
მარგველაშვილმა ასპინძაში რეგიონის განვითარებაზე ისაუბრა
რატომ ესწრებოდნენ მარგველაშვილის შეხვედრას თისელის სკოლის პედაგოგები
ადიგენის ერთ-ერთ უბანზე ამომრჩევლები მარგველაშვილის პლაკატებიანი მიკროავტობუსებით მიიყვანეს