FM97.5 / LIVE

აქციის დარბევისას, სულ მცირე, 12 ჟურნალისტია დაშავებული

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.06.2019
"ნეტგაზეთის" ინფორმაციით, აქციის დარბევისას თბილისში, პარლამენტთან პოლიციისგან ნასროლი რეზინის ტყვიებით, სულ მცირე, 12 ჟურნალისტია დაშავებული.

აქციის დარბევისას, სულ მცირე, 12 ჟურნალისტია დაშავებული

"ნეტგაზეთი" წერს, რომ სპეცრაზმელებმა რეზინის ტყვიები დამიზნებით ესროლეს On.ge-ს რედაქტორს გელა ბოჩიკაშვილსა და ნეტგაზეთის რედაქტორს დათო ქოქოშვილს. ისინი სპეცრაზმელებს ეუბნებოდნენ, რომ იყვნენ ჟურნალისტები, თუმცა უშედეგოდ. რეზინის ტყვიები ორივე მათგანს თავისა და ყელის არეში მოხვდათ. მათ ჯანმრთელობას ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება.

რეზინის ტყვია თავისა და მკლავის არეში მოხვდა რუსთავი 2-ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილს, ასევე ოპერატორ ლევან მელიქიძეს. სახის არეში მოხვდა რეზინის ტყვია პირველი არხის ოპერატორს. რეზინის ტყვიებით დაზიანებები მიიღეს ტვ პირველის ოპერატორმა. ასევე, რეზინის ტყვიები მოხვდა On.ge-ს ორ ჟურნალისტს ანა ვახტანგაძესა და გვანცა ნემსაძეს, OC media-ს რედაქტორს მარი ნიკურაძეს, Civil.ge-ს ფოტოგრაფს გურამ მურადოვს, ინტერპრესნიუსის ჟურნალისტს თორნიკე კოშკაძეს. მათ ნაწილს ექიმების დახმარება დასჭირდა. პროფესიული მოვალეობისას დაშავდა “კავკაზსკი უზელის” ჟურნალისტი ბესლან კმუზოვიც.

აქციის დარბევისას სამართალდამცავებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნეტგაზეთის ჟურნალისტ გიორგი დიასამიძესაც. ის ამჟამად უსაფრთხოდ არის.

პარლამენტთან უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს მრავალათასიანი აქცია. აქციის მონაწილეები ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა.

[sknews.ge]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ნუ გვესვრი’– დღეს, 15:00 საათზე, ჟურნალისტები აქციას გამართავენ
Human Rights Watch: პოლიციამ აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა
აქციაზე რეზინის ტყვიებს ისვრიან –არიან დაშავებულები [ვიდეო]
ოპოზიციამ მორიგი აქცია 19 საათზე ჩანიშნა
ქარტია მოუწოდებს შსს–ს უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება
ომბუდსმენი: აქციის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ თითოეულ ინციდენტს ვსწავლობთ
რეზინის ტყვიების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა