FM97.5 / LIVE

სოფელ ვარხანში საფლავები გაქურდეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 20.06.2019
ადიგენში, სოფელ ვარხანში, სასაფლაო გაქურდეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ 12–მდე საფლავზე ალუმინის მოაჯირებია მოხსნილი. შსს–ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი დადგენილია.

სოფელ ვარხანში საფლავები გაქურდეს

ვარხანში მცხოვრები ფოთოლა მაჭარაშვილის შვილის საფლავს ალუმინის ორნამეტები ნაწილობრივ აღარ აქვს. მაჭარაშვილმა გაქურდული საფლავები 16 ივნისს ნახა და 112–ში დარეკა.

„მე რაც ვიცი, ხუთამდე საფლავია დაზიანებული. როგორ გაბედეს ჩემი შვიდი წლის შვილის საფლავის გაძარცვა?! სამი ცალი მოაჯირია მოპარული,“ – ამბობს ფოთოლა.

საფლავების გაქურდვის საქმეზე ადგილობრივი ნელი მინაძეც საუბრობს. მისი თქმით, ეს ამბავი, ერთ კვირის წინათ, სამართალდამცვებისგან შეიტყო.

„ბიცოლაჩემის და ბიძაჩემის საფლავებია გაქურდული. რკინის ფიგურები რაც იყო, სულ შემოცლილი აქვს. პოლიციამ მითხრა, რომ 30 მაისს მოხდაო,“ – თქვა ნელიმ.

„სამხრეთის კარიბჭემ“ რამდენიმე მათგანი ნახა, ზოგს ალუმინები მთლიანად აქვს შემოცლილი, ზოგს ნაწილობრივ, ერთ საფლავზე კი ქვა, რომელზეც მიცვალებულია დახატული, გადმობრუნებულია.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 258-ე მუხლით [მიცვალებულისადმი უპატივცემულობა] მიმდინარეობს.

„პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დაადგინა და ის გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები", – განმარტავენ უწყებაში.

სოფელ ვარხანში საფლავები გაქურდეს

სოფელ ვარხანში საფლავები გაქურდეს

[მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ახალციხეში ბინა გაქურდეს
თურქეთში ახალქალაქიდან მოპარული 19 სული საქონელი ნახეს
სოფელ ვარხანში საქონლის სადგომი დაიწვა
ვარხანში მამაკაცი დანით დაჭრეს
ახალციხეში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს
პოლიციამ მოპარული მობილური ტელეფონები ამოიღო
პოლიციამ ახალციხეში ტექნიკის მაღაზია 'ზუმერის' გაქურდვის ფაქტი გახსნა