FM97.5 / LIVE

სერგეი გავრილოვი 'რედისონის' ტერიტორიიდან გაიყვანეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.06.2019
რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი სასტუმრო „რედისონის“ ტერიტორიიდან გაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა ავტომანქანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და რუს დეპუტატს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს.

სერგეი გავრილოვი 'რედისონის' ტერიტორიიდან გაიყვანეს
ფოტო: 0n.ge

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ირწმუნება, რომ შეფერხების მიუხედავად, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიას თბილისში მაინც ჩაატარებს და ღონისძიება “ორ საათში გაგრძელდება”. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელისუფლებო მედიასაშუალება “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

აღნიშნული მედიასაშუალება “რადიკალ ექსტრემისტებს” უწოდებს იმ ოპოზიციონერებს, რომლებმაც გავრილოვს დღეს, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვის ტერიტორიიდან გაყვანის შემდეგ, შეკრებილი მოქალაქეები რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც 19.00 საათზე აქციაა დაგეგმილი.

აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ. სერგეი გავრილოვის გამოსვლას „რედისონიდან“ რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ მოქალაქეები, მათ სასტუმროს შენობის ორივე შესასვლელი გადაკეტილი ჰქონდათ.

პარლამენტის სხდომათა დარბაზის სპიკერატში გადმოფენილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე გამოკრულია გიორგი ანწუხელიძის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და იმ მეომრების სურათები, ვინც რუსულ ოკუპაციას ემსხვერპლნენ.

[sknews.ge]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.12.2019 შაბათის საკითხავი

06.12.2019 ახალციხეში სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

'კობახიძის გადადგომის საკითხს არც დავაყენებთ და არც მხარს დავუჭერთ'-არჩილ თალაკვაძე
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეაჩერეს
პრემიერი: 'უმძიმესი სანახავია მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა'
ოპოზიციამ მორიგი აქცია 19 საათზე ჩანიშნა
მამუკა მდინარაძე: პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება
ოპოზიცია პარლამენტთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს
ზაქარია ქუცნაშვილი: თუ საჭიროა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ავიღებ