FM97.5 / LIVE

ბორჯომში მანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

მთავარისიახლე, შემთხვევა 19.06.2019
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მანქანის დაჯახების შედეგად 60 წელს გადაცილებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ორი მცირეწლოვანი კლინიკაში რჩება, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბორჯომში მანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ბორჯომის, ჯეო–ჰოსპიტალსის დირექტორის ირაკლი დიასამიძის თქმით, ქალს თავზე პოლიტრამვები ჰქონდა რამაც, მისი გარდაცვალება გამოიწვია.

ქალი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს და მართვითი სუნთქვის აპარატზე ჰყავდათ შეერთებული.

რაც შეეხება მცირეწლოვნების მდგომარეობას ერთ–ერთი მათგანი თავზე ტრამვის გამო სტაციონარში რჩება, მეორე კი დღის ბოლომდე გაეწერება.

ბორჯომში შემთხვევა დღეს, 19 ივნისს დილით მოხდა. ქვეითად მოსიარულე სამ ადამიანს „გოლფის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა.

შსს–მ ძიება, სსკ–ს 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია. მძღოლი იდენტიფიცირებულია, მაგრამ დაკავებული არ არის.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ბორჯომში ქვეითებს ავტომანქანა დაეჯახა, დაშავებულები არიან მცირეწლოვანები
ბაკურიანში ქვეითად მოსიარულე ორ ქალს მანქანა დაეჯახა
ქვეითად მოსიარულე 13 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა
ბორჯომში მანქანის დაჯახების შედეგად გარდაცვლილი მსახიობი გალინა ხვიჩიაა
ბორჯომში ავარიისას დაშავებულ ქალს ფეხი მოჰკვეთეს
ბორჯომში ავტოავარიის შედეგად  ერთი პირი დაშავდა
ახალციხეში ქალს მანქანა დაეჯახა