FM97.5 / LIVE

ქალთა სკოლა ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.06.2019
145 წლის წინათ, ანა ღოღობერიძე-მუსხელიშვილმა ახალციხეში ქალთა სკოლა დაარსა.

ქალთა სკოლა ახალციხეში
ანა ღოღობერიძე– მუსხელიშვილი დაიბადა 1842 წელს, ქალაქ ქუთაისში. პროფესიით პედაგოგი გახლდათ.

1870 წელს მან „ახალციხის საქველმოქმედო საზოგადოება"დააფუძნა, რომლის მიზანსაც ახალციხეში ქართველი ქალებისთვის უფასო სასწავლებლის გახსნა, ასევე, მათთვის ხელსაქმის სწავლება წარმოადგენდა. თავდაპირველად პედაგოგიურ საქმიანობას თავადაც ეწეოდა.

1874 წელს, ახალციხის ქალთა უფასო სკოლის დაარსებას, სადაც, ძირითადად, შეჭირვებულები სწავლობდნენ, იაკობ გოგებაშვილმა „ცისკრის ამოსვლა“ უწოდა.

1875 წელს დროებით ქუთაისში გადასახლდა და იქაც ენერგიულად განაგრძობდა საზოგადოებრივ საქმიანობას, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ზრუნვა ღარიბ მოსწავლეთა ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად.

1885 წელს ანა ღოღობერიძე–მუსხელიშვილი ისევ დაბრუნდა ახალციხეში საცხოვრებლად და გარდაცვალებამდე (1890 წ.) ზრუნავდა მის მიერ დაარსებულ სკოლაზე; მონაწილეობდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების „ახალციხის განყოფილების“ დაარსებაში. იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ნიკოლოზ ღოღობერიძის და, ახალციხის მაზრის სამხედრო უწყების მოხელე-გენერლის, გ. მუსხელიშვილის მეუღლე.

წყარო – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


25.01.2020 აშშ საქართველოში 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს

24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.01.2020 მუზეუმებსა და ნაკრძალებში გაზრდილ გადასახადს ადგილობრივები აფასებენ [ვიდეო]

27.01.2020 ლიპყინულის გამო ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა შეზღუდულია

27.01.2020 გორელოვკაში წყლის მილზე უკანონო დაერთებების ჩაჭრა გაზაფხულამდე გადაიდო

27.01.2020 ბორჯომში აუქციონზე 3 ნაკვეთი 1 274 000 ლარად იყიდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ანას სკოლა
ქართველ კათოლიკე ქალთა ამაგი
ისტორიიდან გამქრალი ქალები – თამთა მელაშვილის საჯარო ლექცია ახალციხეში
ელენე დიდიმამიშვილის ისტორია  [Video]
'პარიჟის გამოფენაზედ' გაგზავნილი ნაქარგები – ვინ იყო ნატალია გიორგაძე
ელენე დიდიმამიშვილის საიუბილეო საღამო ახალციხეში ®
'ხელოვანი როზა ივანეს ასული მეფისაშვილი'