FM97.5 / LIVE

რეგიონული ფორუმი ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.06.2019
დღეს, 18 ივნისს, ახალციხეში, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა.

რეგიონული ფორუმი  ახალციხეში
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია – ფორუმის მთავარ თემას წარმოადგენდა.

ფორუმი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ჩატარდა და რეგიონში მოქმედი ოცი ადგილობრივი ორგანიზაცია ესწრებოდა, რომლებიც ეროვნული უმცირესობების დაცვის საკითხებზე, ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მათი ოჯახის წევრების გაძლიერებაზე, გენდერულ საკითხებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე მუშაობენ.

„დროის ბანკის“ ექსპერტმა, ავთანდილ მაჩიტაძემ ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმის – „დროის ბანკის“ პრეზენტაცია წარადგინა.

მოხალისეობის მნიშვნელობის შესახებ ასევე ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმის მოწვეულმა მომხსენებლებმა – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ და ახალგაზრდა მწერალმა თათული ღვინიანიძემ.

ფორუმის მონაწილეებსა და მოწვეულ მომხსენებლებს შორის ურთიერთობა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებულია დემოკრატ მესხთა კავშირის მიერ, პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ – ფარგლებში.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

ფორუმის ერთ–ერთ მონაწილესთან, პედაგოგ ლადო აფხაზავასთან ვრცელ ინტერვიუს შეგიძლიათ მოუსმინოთ რადიო „სამხრეთის კარიბჭის“ ეთერში 24 ივნისს, 19 საათზე.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი სამცხე–ჯავახეთში ®
ხვალ ახალციხეში მოხალისეობის ფორუმი გაიმართება [R]
სამცხე–ჯავახეთის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა  რეგიონის  განვითარებაზე იმსჯელეს
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ჰაბი ამოქმედდა
ხვალ ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება
საფეხური: სამოქალაქო  განათლების პედაგოგთა ფორუმი [აუდიო]
ახალციხეში რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს