FM97.5 / LIVE

აბასთუმანში პარკინგის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.06.2019
კურორტ აბასთუმანში, ავტოპარკინგის მოსაწყობად, მეორედ გამოცხადებული ტენდერი შერჩევა–შეფასების ეტაპზეა.

აბასთუმანში პარკინგის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, მონაწილეობა მხოლოდ „ამხანაგობა პარკინგმა“ მიიღო, იმ შემთხვევაში თუ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება, პარკინგის მოსაწყობად 8 965 994 ლარი დაიხარჯება.

გამარჯვებულმა კომპანიამ ავტოსადგომი თვითონვე უნდა დააპროექტოს, შემდეგ კი 4.2 ჰექტარზე მშენებლობა დაიწყოს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 1000 მანქანაზე გათვლილი პარკინგი აბასთუმნის შესასვლელში მოეწყობა: ავტოსადგომი მოემსახურება 200 ელექტრომობილს, მათ შორის 100 ადგილი გადაიხურება; 10 ზოლი გამოიყოფა ავტობუსებისთვის; მოეწყობა გზები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აშენდება დამხმარე ნაგებობები; პარკინგი დაუკავშირდება ცენტრალურ გზას.

ტენდერის გამოცხადებას წინ ბიძინა ივანიშვილის განცხადება უძღოდა. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში თქვა, რომ აბასთუმნის ელექტრომობილების ქალაქად გადაქცევას გეგმავდა. აბასთუმანში ამ დროიდან დაწყებული პროექტების უმრავლესობა სწორედ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ უკავშირდება.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ელექტრომობილების პარკინგი აბასთუმანში - ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
აბასთუმანში ელექტრომობილების პარკინგის მშენებლობა დაიწყო
გამოვლინდა კომპანია, რომელიც აბასთუმანში ელექტრომობილების პარკინგს გააკეთებს
‘ჰაერისთვის არაფერი დაგვიწესონ, ამას ვინ ჩივის’, – აბასთუმანში პარკინგისთვის  ნაკვეთები იყიდეს
ფოკის მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო
აბასთუმანში სასმელი წყლის რეაბილიტაცია იწყება
აბასთუმანში 9.3 მლნ-ად აშენებულ ავტოსადგომს 200 ელექტრომობილის დამტენი ექნება