FM97.5 / LIVE

ლიანდაგი მატარებლის გარეშე

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.06.2019
როცა მსოფლიო ტრანსატლანტიკურ გვირაბზე ოცნებობს, რომელშიც მატარებელი გაივლის და ლონდონსა და ნიუ–იორკს ერთმანეთთან დააკავშირებს, ამ დროს სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას ვალე–თბილისის მატარებლის დაბრუნება აუხდენელ ოცნებად ექცა.

ლიანდაგი მატარებლის გარეშე

ვალე–თბილისის მატარებელი დაახლოებით ორი ათეული წელია აღარ დადის. ადგილობრივებისათვის მისაღები და ხელსაყრელი ტრანსპორტის დაბრუნება მიუღწეველ ოცნებად იქცა.

ელდარ დალალიშვილი 68 წლისაა, ამბობს, რომ მთელი სტუდენტობა ვალე–თბილისის მატარებლით სარგებლობდა.

„იაფი იყო, სამ მანეთად დავდიოდი. ახლა როცა მარშუტკები დაფრინავენ, მატარებელი ამ მხრივ უსაფრთხოა. უსაფრთხოა ყველა სეზონზე – არც ზამთარში შეგეშინდება და არც ზაფხულში“, – ამბობს ელდარ დალალიშვილი.

მატარებლზე, როგორც უსაფრთხო ტრანსპორტზე, ასევე ამახვილებს ყურადღებას აზნივ გურგენიანი, რომელიც ვალის მკვიდრია.

„მიჰყვები მატარებელს და იცი რომ ჩააღწევ თბილისამდე, მარშუტკა კი საშიშია“, – ამბობს ის.

ადგილობრივი მოსახლეობისათვის ვალე–თბილისი მატარებლის სარკინიგზო ხაზის აღდგენა ბევრი სასიკეთო ასპექტის მომცველია. ადგილობრივებს თავიანთი პროდუქცია გასაყიდად თბილისში მიჰქონდა. ბარგის წაღების მხრივ კი მატარებელი ბევრად მოსახერხებელი იყო. ასევე მოსახლეობა ამბობს, რომ დროის დაზოგვის კუთხით, მატარებელს მათთვის ხელსაყრელი განრიგი ჰქონდა.

„აქედან მივდოდოდით საღამოს რვა საათზე და თბილისში დილით ვიყავით, გამოდის დღეს არ კარგავდი. თუ სტუდენტი იყავი უნივერსიტეტში მისვლასაც ასწრებდი, გასაყიდი თუ მიგქონდა დილის ვაჭრობაც შეგეძლო. ასევე, ბევრად კარგია მატარებელი, ვიდრე გამოხუთული და დაბალი მარშუტკა“, – გვითხრა აზნივ გურგენიანმა.

„ხშირად ვმგზავრობდი მატარებლით. მატარებელს თავის კომფორტი აქვს. კარგი იქნება თუ აღდგება“, – გვითხრა ვალის მკვიდრმა, ალექსანდრე ათუნაშვილმა.

ელდარ დალალიშვილი ამბობს, რომ ვალე–თბილისის მატარებლით ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობაც სარგებლობდა.

„ხალხი ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან მოდიოდნენ. ჩამოსვლა მანეთი ღირდა, მერე აქედან მატარებლს მიჰყვებოდნენ. ბარგი ჰქონდათ ხოლმე ბევრი და ოთხ მანეთად უკვე თბილისში იყვნენ“, – გვითხრა მან.

ვალე–თბილისის სარკინიგზო ხაზი ,,საქართველოს რგინიგზის“ დაქვემდებარებაშია. რკინიგზაში ამბობენ, რომ სამგზავრო მატარებელი მარშრუტით ვალე–თბილისის აღდგენაზე ამ ეტაპზე საუბრი არ არის.

ვალე–თბილისის სარკინიგზო ხაზის აღდგენა სოფელ სხვილისის მოსახლეობასა და ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრებთ იმ კუთხით უნდათ რომ შეწყდება გზაზე მძიმეტონიანი სატვირთო მანქანების მიმოსვლა და ტვირთების გადატანა რკინიგზით მოხდება.

„გაივლის დიდი მანქანა და სახლები ყანყალებს“, – ამბობენ თამარაშვილის ქუჩაზე კორპუსში მცხოვრებნი.

სოფელ სხვილისის მოსახლეობა კი უკვე წლებია ჩივის სოფლის ვიწრო გზაზე და ამ გზაზე მიმავალ სატვირთო მანქანებზე, რის გამოც, როგორც აცხადებენ საცხოვრებელ სახლებს ბზარები აქვს.

გასაგებია, რომ ერთი კილომეტრი სამანქანო გზის გაყვანა უფრო იაფი ჯდება ვიდრე რკინიგზა, მაგრამ, როგორც სპეციალისტებმა პირად საუბარში განმიმარტეს ვალე–ახალციხის მიმართულებით რკინიგზას არა გაყვანა, არამედ აღდგენა სჭირდება. ბორჯომამდე მატარებელი კი ისედაც დადის.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2019 მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'თუ ხვალინდელი დღე არ დადგება' გაიმართება

11.11.2019 ვინ გახდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები

11.11.2019 ადიგენში ‘ზარზმობის’ დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო/ვიდეო]

11.11.2019 შსს-მ ფილმში 'და ჩვენ ვიცეკვეთ' პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]
ყარსი–ახალქალაქის რკინიგზაზე სატესტო მატარებელი გაივლის
ვალე–ახალციხის გზაზე ავარია მოხდა
ვალე–ახალციხის გზაზე სამი ადამიანი დაშავდა
ბორჯომი–თბილისის მატარებლის და მანქანის შეჯახების შედეგად 60 წლამდე კაცი დაშავდა
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება ®
გაზრდილი მგზავრთანკადის მომსახურების მიზნით  დამატებითი მატარებელი ინიშნება®