FM97.5 / LIVE

ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.06.2019
ახალციხე–ასპინძის ცენტრალური მაგისტრალის, იმ მონაკვეთზე, რომელიც დამეწყრილია, ახალი ალტერნატიული გზის მშენებლობა ორ თვეში დაიწყება. სამუშაოებს „მტკვარი ჰესი“ განახორციელებს.

ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

ასპინძა–ახალციხის გზის დამეწყრილი მონაკვეთის მიმდებარედ, „მტკვარი ჰესის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ჰესის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ დამეწყრილი ტერიტორია წყლით დაიფარება, ამიტომ ალტერნატიულ გზას თავად აკეთებენ.

ალტერნატიული სამკილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა გადაიდო. „მტკვარი ჰესის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სამშენებლო კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს.

„შიდა პროცედურები გვაქვს და ამ შემთხვევაში არ ვართ ვალდებულები ტენდერი გამოვაცხადოთ გზის მშენებლობისთვის. როგორც კი კომპანიას შევარჩევთ ზაფხულის ბოლოს სამუშაოებს დავიწყებთ“,– გვითხრეს „მტკვარი ჰესის“ ადმინისტრაციაში.


ის, ტერიტორია, სადაც ალტერნატიული გზა უნდა გაკეთდეს გეოლოგებმა გასულ წელს შეისწავლეს და დაპროექტდა კიდეც. ახალი გზა, დამეწყრილი გზის ზედა მხარეს გადავა და ცენტრალურ გზას შეუერთდება.

ასპინძა–ახალციხის დამეწყრილი ტერიტორიის შესახებ, სადაც გზა თითქმის ჩამოშლილია, ყოველწლიურად დაბლა იწევს და გადაადგილება საშიში ხდება, ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ არაერთხელ წერდა.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

16.02.2020 სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს – ხვალ ახალციხეში აქცია გაიმართება

16.02.2020 ახალციხელი მუსიკის პედაგოგი სოფელ ყანობის საბავშვო ბაგა – ბაღის დირიჟორი [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ალტერნატიული გზის მშენებლობა მომავალ წლამდე გადაიდო
‘სამგზავრო მარშუტკა ორჯერ კინაღამ ამოტრიალდა’ – ახალციხე–ასპინძის გზა ავარიულია
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი არ შედგა
გოგაშენი–ვარძიის დამეწყრილი გზა გეოლოგებმა შეისწავლეს
ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის გაწმენდას ფინანსთა სამინისტრო დააფინანსებს
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი მეორედ ჩაიშალა
დერცელი–კიკიბოს დამეწყრილ გზაზე ალტერნატიული გზის  მშენებლობა დაიწყო