FM97.5 / LIVE

'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.06.2019
ახალციხეში ოცზე მეტმა ოჯახმა სასტუმროს არქონის მიუხედავად, ტურისტების საკუთარ ოჯახში მასპინძლობა და ამით ფულის გამომუშავება შეძლო. ადგილობრივები განცხადებას საიტზე airbnb.com–ზე აქვეყნებენ, რომლის საშუალებითაც მათ ოჯახებს ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ.

'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

ახალციხელმა ასია ტონიანმა, საკუთარი სახლის უცხოელ ტურისტებზე გაქირავება, თვენახევრის წინ დაიწყო. იგი მეუღლესთან ერთად რაბათის დასახლებაში, ებრაელების უბანში ცხოვრობს.
„სახლის ზედა სართული უფუნქციო იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, სტუმრები მიგვეღო. განცხადება airbnb.com–ზე თვენახევრის წინ განვათავსეთ და ოცდაათამდე სტუმარს უკვე ვუმასპინძლეთ“, - გვიყვება დიასახლისი ასია ტონოიანი. მის სახლში მსურველს დარჩენა 8-10 დოლარად შეუძლია.

'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

ეზოში, ჩრდილში ჰამაკი და სკამები დგას. ასიას თქმით, სახლში ისევე ცხოვრობენ, როგორც ტურისტების სტუმრობამდე: „ყველა გვეუბნება, გვაინტერესებს, როგორ ცხოვრობთო, ყველაფერი აინტერესებთ ჩვენს შესახებ. ფაქტობრივად, ცოტა ხნით, ჩვენი ოჯახის წევრები ხდებიან“.

'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

„ასია ძალიან მეგობრული და თბილი ადამიანია, ყველას გირჩევთ მის სახლში დარჩენას, საქართველოში თუ დავბრუნდი, ასიას ისევ ვესტუმრები!“ - წერს ასიას სტუმარი სუზანი გერმანიის ქალაქ კიოლნიდან.

მათ, ვისაც საკუთარ სახლში სტუმრისთვის ადგილი აქვს, ამერიკული კომპანია airbnb განცხდების უფასოდ განათავსებას სთავაზობს. ამ ინფორმაციას ეცნობა მილიონობით ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან და ირჩევს შედარებით იაფ დასასვენებელ ადგილს. კომპანიის ვებ-გვერდით ამჟამად ოცზე მეტი ახალციხელი ოჯახი სარგებლობს.

ნათენაძის 49 ნომერში მცხოვრებმა შუშანა ძამაშვილმა სტუმრების მიღება ორი თვის წინ გადაწყვიტა. სტუმრები ჯერ არ გამოჩენილან, თუმცა შუშანა იმედს არ კარგავს: „განცხადება ჩემმა შვილიშვილმა, ბესიკმა განათავსა, მაგრამ ჯერ არავინ მოსულა. არადა, ყველაფერი მოწესრიგებული გვაქვს, იმედია მალე გამოჩნდებიან.“ შუშანას ბინაში სტუმარმა ერთ ღამეში 40 ლარი უნდა გადაიხადოს.

'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

ნარიმანიშვილების ოჯახი უკვე რამდენიმე წელია რაც ტურისტებს საკუთარ სახლში, რუსთაველის ქუჩაზე იღებს. გიორგი ნარიმანიშვილმა ეზოში, საკუთარი ხელით, დეკორატიული საყვავილეებიც დაამზადა. ტურისტების მიღებას ოჯახისთვის დიდი შემოსავალი არ მოაქვს. მათი თქმით, ამას სიამოვნებისთვის აკეთებენ: „ადამიანებს იცნობ, თავიანთი ცხოვრების შესახებ გიზიარებენ და გიხარია ადამიანურად. ყველა კონტინენტიდან გვსტუმრობენ, მყოლია ავსტრალიელებიც. დღეს დილით წავიდა ჩვენი კორეელი სტუმარი, საღამოს კი გერმანელ წყვილს ველოდებით“.

ზოგჯერ შეიძლება თვე ისე გავიდეს, რომ ნარიმანიშვილებს არცერთი უცხოელი სტუმარი არ ეწვიოს: „ჩვენ ეს ხელს არ გვიშლის. როცა მოვა სტუმარი, მასპინძლობისთვის მზად ვართ,“ - ნარიმანიშვილების ოჯახში დარჩენა ერთ ადამიანს 15 დოლარად შეუძლია.

'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

„,მე და ჩემმა ოჯახმა გიასთან არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ, სრულყოფილი საუზმე ეზოში გვქონდა, გია ყოველთვის სასიამოვნო რჩევებს გვაძლევდა ქალაქში გასვლისას, ყველას ვურჩევ მათთან სტუმრობას,“ - წერს ნარიმანიშვილების ყოფილი სტუმარი საბინა, ავსტრიის ქალაქ ტიროლიდან.

საიტზე airbnb.com ბინის, ოთახების (ან ოთახის) და ავეჯის აღწერაა საჭირო: არის თუ არა ინტერნეტი, რამდენად ახლოსაა საცხოვრებელი ტურისტულ ობიექტებთან.

საქსტატი სამცხე-ჯავახეთში დამსვენებელთა რაოდენობას 2017 წლამდე აღწერს. 2015 წელს დასვენების მიზნით რეგიონს 94 667, 2016 წელს 140 949, ხოლო 2017 წელს 155 523 დამსვენებელი ეწვია.

ზრდადია სამცხე-ჯავახეთის სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებაც. საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 716 ლარია.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

„ახალციხის ციხეს“  გასულ  წელს 37 000–ზე მეტი უცხოელი ტურისტი ესტუმრა
'ჭერი თავზე გვენგრევა' - სოციალურად დაუცველი ოჯახი მერიის დახმარების მოლოდინში
ბოგაში მცხოვრები გორგაძეები ახალციხის მერიას დახმარებას სთხოვენ
ერთმანეთის იმედად დარჩენილი დები – ჟენია და ასია გევორქიანები
ბორჯომში წელს ტურისტების დიდ რაოდენობას ელიან
გიორგი კოპაძე კარდაკარ სიარულს იწყებს
”ხელოვნური ტბა” საცხოვრებელი კორპუსის ეზოში