FM97.5 / LIVE

‘ლიკანში გული გამიჩერდა, ძალიან ცუდ დღეშია, არ დაგიმალავთ’–სალომე ზურაბიშვილი

მთავარისიახლე, პოლიტიკა 16.06.2019
დღეს, 16 ივნისს სალომე ზურაბიშვილი ბორჯომელ მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები პრეზიდენტს იმ პრობლემებზე ესაუბრნენ, რაც მათ მუნიციპალიტეტს აწუხებს.

‘ლიკანში გული გამიჩერდა, ძალიან ცუდ დღეშია, არ დაგიმალავთ’–სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრამდე ბორჯომის პარკი და რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა. შემდეგ კი მოსახლეობას ესაუბრა.

„ბორჯომში ვხედავ, რომ ბევრი სიახლეა, მაგრამ შევედი ლიკანში გული გამიჩერდა, ძალიან ცუდ დღეშია არ დაგიმალავთ, მაგრამ მაჩვენეს რა გეგმებია და არა მხოლოდ გეგმები, გადასულია აღდგენის ფაზაში. სერიოზულად მივხედავ იმ უწყებებთან, რომლებიც არიან ამაზე პასუბისმგებლები. ეს უკვე არის სასიამოვნო, რომ იწყება აღდგენა და ესეც იქნება ამ კუთხითვის, ამ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მიმზიდველი პუნქტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში.

პრეზიდენტის განმარტებით ქვეყანაში პრობლემაა უმუშევრობა, ასევე კვალიფიციური კადრების ნაკლებობა: „ერთის მხრივ მაღალი უმუშევრობა, რის გამოც მიდიან ქვეყიდან ჩვენი მიგრანტები, მეორე მხრივ ძალიან ბევრ ადგილზე ვერ ვპულობთ იმ ადამიანებს, რომელიც ამ ქვეყნის ეკონომიკას და ქვეყანას სიჭრდება, ამიტომ სპეციალისტები უცხოეთიდან შემოდიან. ჩვენ ეს რაღაცნაირად უნდა დავაბალანსოთ , ნაწილობრივ ეს არის ხელისუფლების გასაკეთებელი, რომ კარგად დაგეგმოს და თავის მოსახლეობას უთხრას წინასწარ რა არის ის ეკონომიური პირორიტეტები რომელსაც დასჭირდება მუშა ხელი მომავალ წლებში, მაგრამ ეს არ არს მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ეს არის ასევე საზოგადოების პრობლემაც“.

უმუშევრობა, დაკეტილი სასტუმროები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და მავნებლისგან განადგურებული ტყე – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც ბორჯომის მოსახლეობამ პრეზიდენტს დახმარება სთხოვა.

„ჩვენს ქალაქში 10–15 სანატორიუმი მოქმედებდა 100 000 დამსვენებლი ისვენებდა, ახალა ჩვენი კურორტი მხოლოდ ორი–სამი თვით მუშაობს, ამიტომ უმუშევრობის დონე მაღალია, წამყვანი დარგები ძალიან გაჭირვებულ მდგომაროებაშია. ხანძრებმა ზარალი მოგვაყენა, დღემდე ბუნების დაცვის კანონიც არ არსებობს, პარლამენტი ამ კანონის მიღებას აგვიანებს, არადა ბუნების გარეშე ის მნიშვნელობა რაც ჩვენს ქალაქს აქვს დაეკარგება. გარდა ამისა მძიმეწონიანი მანქანები, რომელიც ჩვენს ქალაქზე გადიან აზიანებენ ასფალტს, ასევე გვიქმნიან ეკოლოგიურ პრობლემებს“, – განაცხადა ერთ–ერთმა ადგილობრივმა.

„გაუბედური ტყის გამოტანა ძალიან ძნელი გახდა, იმ ტყის, რომელიც ქერქიჭამის და ლაფანჭამიას მსხვერპლი გახდა, იმდენად რთული, რომ მუნიციპალიტეტი ამას მარტო ვერ მოაგვარებს. ბორჯომი არ იქნება უბრალოდ თუ არ იქნება ტყე. კიდევ ძალიან გთხოვთ, რომ ბოორჯომი, როგორც ბალნეოლოგური კურორტი უნდა აღორძინდეს“, – ამ სიტყვებით მიმართა მარიზა ჯიქიამ პრეზიდენტს.

ადგილობრივებთან შეხვედრა დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა.

„მე ვარ ძალიან ოპტიმისტი და ასეც ვიქნები იმიტომ, რომ ამ ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი და დიდი შესაძლებობები, ძალიან პატარა ქვეყანა არის და ამდენად ჩვენ გვაქვს შანს, რომ ვიყოთ მოქნილი ქვეყანა და არა რაღაც ჩარჩოებში ჩასმული, მაგრამ ეს ესეც არის დამოკიდებული იმაზე, რომ საზოგადოება ამისთვის იყოს მზად, რომ განვავითაროთ ის რაც არის ყველაზე მთავარი დღევანდელ მსოფლიოში, ყველგან, სადაც არ უნდა ვიყოთ, მიგრანტები თუ აქ დარჩენილი ადამიანები – პირადი ინიციატივის გარეშე არაფერი არ ხდება, სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის ის განწყობა რომ ზემოდან მოვიდეს მითითება, განკარგულება, რჩევა და ამ დროს გადის დრო, და ყველაზე წარმატებულები არიან ისინი, ვინც თავის თავზე იღებენ ინიციატივას“, –განაცხადა შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს, რაც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„მე ვიყავი აბასთუმანში სასიამოვნოა როცა მიმდინარეობს სრულად აღმშენებლობა პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ქალაქის, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს შემდგომი ეტაპი არის განვითარება, თავისი კურიროტების სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურიზმის, მაგრამ მოფიქრებული ერთ დიდ სტრატეგიად და არა რალცალკე“.

სალომე ზურაბიშვილი სამცხე–ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, გუშინ, 15 ივნისს პრეზიდენტი ადიგენში იმყოფეობდა, დღეს კი ბორჯომში.

‘ლიკანში გული გამიჩერდა, ძალიან ცუდ დღეშია, არ დაგიმალავთ’–სალომე ზურაბიშვილი

[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სალომე ზურაბიშვილი: მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი[R]
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს კულტურის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია[R]
სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს[R]
სალომე ზურაბიშვილი: ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, წარსულს ეკუთვნის [R]
სალომე ზურაბიშვილი: განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს[R]
სალომე ზურაბიშვილი: 'მსურს პრეზიდენტის ფონდიდან ახალგაზრდებს დავეხმაროთ'[R]
სალომე ზურაბიშვილი: ძალიან კარგია, რომ აუდიტის სამსახური  სასამართლოს მიმართავს[R]