FM97.5 / LIVE

მკვლელობისა და ძარცვის ბრალდებით დაკავებულებს აღკვეთის ღონსძიებად პატიმრობა შეეფარდათ

მთავარისიახლე, სამართალი 14.06.2019
ბორჯომში, დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობისა და ძარცვის ფაქტებზე, დაკავებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

მკვლელობისა და ძარცვის ბრალდებით  დაკავებულებს  აღკვეთის ღონსძიებად პატიმრობა შეეფარდათ

ახალციხის რაიონულ სასამართლოში აღკვეთის ღონისძების შეფარდებაზე დღეს, 14 ივნისს იმსჯელეს. იმის გამო, რომ ერთ–ერთი ბრალდებული არასრულწლოვანია, მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა სხდომა დახურა.

დაკავებულის ნ.მ–ს ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, რომელიც გარდაცვლილმა მიაყენა. ნაჯახი ჰქონდა დაზარალებულს და ის იწევდა საჩხუბრად. ჩხუბობდნენ და ამ ჭიდაობაში გარდაიცვალა. ნ.მ–ს რომ არ ეყოჩაღა დაზარალებულის მაგივრად შეიძლება ეს მომკვდარიყო“,–ამბობს ადვოკატი.

12 ივნისს, გამთენიისას, დაბა წაღვერის მიმდებარედ, 1960 წელს დაბადებულ აკაკი პაპიძეს ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, სამმა პირმა კუთვნილი ავტომობილი დაუზიანა, ერთ-ერთმა მათგანმა კი თავის არეში სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა. აკაკი პაპიძე ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ნ.მ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, ხოლო შ.ა. და კ.შ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ ძარცვაში არიან ბრალდებული. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
სამი ბრალდებულიდან ერთი, სამცხე–ჯავახეთის ერთ–ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის შვილია. იგი ავტოგასამართი სადგურის ძარცვისა და წაღვერთან მოკლული კაცის ავტომობილის დაზიანებისათვისაა დაკავებული.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ერთ–ერთი დაკავებული  საკრებულოს დეპუტატის შვილია
შსს–მ წაღვერთან მკვლელობისა და ძარცვის ბრალდებით 3 პირი დააკავა [ვიდეო]
ნინოწმინდაში, 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს აღიარებს
ნიალაში 47 წლის კაცის მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო
ნინოწმინდაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს, პატიმრობა შეეფარდა
მამაკაცს, რომელმაც ახალციხეში ცოლი დაჭრა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
ასპინძაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს