FM97.5 / LIVE
ექსკლუზიური კადრები ანდაში მომხდარი შემთხვევიდან [ვიდეო]

ექსკლუზიური კადრები ანდაში მომხდარი შემთხვევიდან [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.06.2019
დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე, სოფელ ანდაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ-ერთმა ანდელმა ორი მეზობელი ნაჯახით დაჭრა. მომხდარის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ ადგილობრივებს ესაუბრა.

ექსკლუზიური კადრები ანდაში მომხდარი შემთხვევიდან [ვიდეო]

ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა და თბილისშია გადაყვანილი. ზურგში დაჭრილის მდგომარეობა კი შედარებით მსუბუქია.



ნაჯახით დაჭრილი კაცები ახლობლებმა ერთ–ერთი დაშავებულის სახლის აივანზე ნახეს. ისინი სათესლე კარტოფილს არჩევდნენ. დაშავებულმა, რომელსაც თავში რამდენჯერმე ნაჯახი ჰქონდა ჩარტყმული, დასახმარებლად ბიძაშვილთან დარეკვა შეძლო.

„რ.ბ.-მ დამირეკა, გვიშველე დაგვხოცესო, გავიქეცით და ვნახეთ, რ.ბ. თავის სახლის აივანზე თავგაჩეხილი იყო, მის ბიძაშვილს კი ზურგში ჰქონდა ჩარტყმული. ორივე გონზე იყვნენ, რ.ბ.-მ მითხრა, ნაჯახით მოვიდა და ჯერ გ.ბ.-ს ზურგში ნაჯახი პირით ჩაარტყა, მე რომ გამოვესარჩლე თავში ჩამარტყაო“, – ამბობს დაშავებულების ბიძაშვილი.

მისი თქმით, სასწრაფოშიც თავად დარეკა და დაზარალებულებს პირველადი დახმარებაც აღმოუჩინა - „დამნაშავე არც მოგვიკითხავს, სასწრაფოს მოჰყვა პოლიცია და თავის სახლში დააკავეს“.

სოფელ ანდაში დამამძიმებელ გარემოებაში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულმა თ.ი–მ თანასოფლელებს 1963 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს და 1955 წელს დაბადებულ რ.ბ.-ს თავის არეში ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ექსკლუზიური კადრები ანდაში მომხდარი შემთხვევიდან [ვიდეო]
შემთხვევის ადგილი

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნაჯახით თავში დაჭრილი კაცის მდგომარეობა მძიმეა
შსს–მ ანდაში ორი კაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავა
‘ერთს თავში აქვს ნაჯახი ჩარტყმული, მეორეს ზურგში’ –  ახალი დეტალები ანდაში მომხდარზე
ორი კაცის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ანდაში ნაჯახით დაჭრილი კაცი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს
ანდაში დაჭრილი კაცებიდან ერთის მდგომარეობა სტაბილურია
ასპინძაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს