FM97.5 / LIVE

'ფიქრობენ, რომ ექიმი ადამიანი კი არა, ჯადოქარია'– სამედიცინო პერსონალის დამცავი კანონპროექტი

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.06.2019
პარლამენტი იმ კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო პერსონალის შეურაცხყოფა დასჯადი გახდება. კანონპროექტის ერთ–ერთი წარმდგენი ამბობს, რომ ექიმსა და, ზოგადად, სამედიცინო პერსონალზე განხორცილებული სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, ლანძღვა და ღირსების შელახვა კანონში აუცილებლად ცალკე მუხლით უნდა იყოს განსაზღვრული.

'ფიქრობენ, რომ ექიმი ადამიანი კი არა, ჯადოქარია'– სამედიცინო პერსონალის დამცავი კანონპროექტი

სამედიცინო საქმიანობის დროს, ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების პერსონალისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი ღირსებისა და პატივის შელახვა დასჯადი ხდება.

კანონპროექტის ერთ– ერთი წარმდგენი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა ბოხუა ამბობს, რომ, ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსა და ძალოვანი უწყების მიერ საკითხი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ დარღვევათა და სხვა კანონებით განიხილებოდა, ხოლო ახალი ინიციატივის თანახმად კი, კანონში უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევაში რეაგირების დამატებითი მუხლები გაჩნდება.

„რამდენიმე წელია ეს თემა მუსირებს. ინიციატორი, ამ შემთხვევაში, არის პარლამენტის ჯანავდაცვის კომიტეტი, ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე 35 დარგობრივი ასოციაცია და თვითონ ექიმები. ამ კანონპროექტის ინიცირებას წინ უძღოდა დიდი შეხვედრები.ჩვენ ვმუშაობთ მრავალპროფილურ კლინიკებთან, სასწრაფოს და ემერჯენსის გადაუდებელი დახმარების ცენტრებთან. ემერჯენსის მანქანების მძღოლებს სპეციალური ფორმები ჩავაცვით, გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკური ზეწოლა მათზე აღარ ყოფილიყო“, – განმარტავს ბოხუა.

მისივე თქმით, ექიმების პრაქტიკაში ხშირია, როცა პაციენტის ახლობლები ემუქრებიან.

„ყოფილა შემთხვევა, როდესაც ექიმმა თვალიც დაკარგა. ეს არ ხმაურდებოდა. სამედიცინო პერსონალს და ექიმს ეს სააშკარაოზე არ გამოჰქონდათ. იყო შემთვევა, როდესაც პაციენტი ცუდად იყო, მისი პატრონი იარაღით ხელში ადგა და ეუბნებოდა, თუ ვერ გადაარჩენ, მოგკლავო“,– იხსენებს ბოხუა.


კანონპროექტს მიესალმება ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი ხათუნა კეკელაშვილი. მისი თქმით, როგორც სხვაგან, ისევე მათთანაც, ყოფილა პაციენტის ან მისი პარტონის მხრიდან ექიმის მიმართ ძალადობის, ან სიტყვიერი შეურაცხოფის ფაქტები.

„პაციენტი არის შეწუხებული, თავისი დაავადების გამო უკვე პრობლემური. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ადამიანების მდგომარეობაში შევიდეთ და ამ კუთხით ვუყუროთ, გარკვეული ვალდებულება თმენისა სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანებს გვაქვს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ზღვარს გადადიან და საქმე მიდის სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფამდეც“,–ამბობს კეკელაშვილი.

საავადმყოფოში მომხდარ კონფლიქტებს კლინიკის დაცვის და, უკიდურეს შემთხვევაში, დაცვის პოლიციის მეშვეობით აგვარებენ.

„ხშირია ტრავმები ნასვამ ადამინებში. არის ხოლმე ავარია ან რაიმე მსგავსი შემთხვევა. ამ დროს ხშირად თანმხლები პირებიც არიან ალკოჰოლის ზემოქმედებს ქვეშ . ძნელად აღიქვამენ ხოლმე რას ეუბნები და აქვთ აღგზნებული ფონი. ვიღაც ფიქრობს, რომ ექიმი ადამიანი კი არა, ჯადოქარია. ან ვიღაცა ფიქრობს, რადგან პაციენტი კლინიკაში მოვიდა თავისი ფეხით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელია. ვერ აცნობიერებენ, რა სიმძიმისაა დაავადება, უბრალოდ არ იციან, და შემდეგ ამ უცოდინრობის, ან ცუდად ინფორმირებულობის გამო, პრეტენზიები უჩნდებათ. ამას ცუდად გამოხატავენ.“,–განმარტავს ხათუნა.

პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე კი ამბობს, რომ ბოლო წლეში სამედიცინო პერსონალზე ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის ძალადობის შემთვევვებმა მოიმატა. ამიტომ, საჭირო გახდა მსგავსი კანონის მიღება. კანონი, ასევე მესამე პირს, ანუ პაციენტსაც იცავს.

„ამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, გახშირდა ძალადობის შემთხვევები სამედიცინო პერსონალზე – როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. არის ძალადობა სოციალურ მუშაკებზე. ცნობილია, რომ ძალადობის ან ზემოქმედების ქვეშ მყოფი სამედიცინო პერსონალისგან კი შეცდომის დაშვების ალბათბა 30 პროცენტია. ეს შეცდომა კი პირდაპირ მოქმედებს მესამე პირის ანუ პაციენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ეს არის პრევენცია სამედიცინო პერსონალის მოვალეობის შესრულების მომენტში.

მისივე თქმით, კანონპროეტი უკვე განიხილა პარლამეტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, გადაეგზავნება იურიდიულ კომიტეტს და შემდეგ ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს.

სამედიცინო პერსონალისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი 2 000 ლარის ოდენობით.

ცვლილებები ხორციელდება სისხლის სამართლის კანონმდებლობაშიც. კანონპროექტის შემუშავების მიზეზია ის, რომ საგრძნობლად მოიმატა სამედიცინო პერსონალსა და სოციალურ მუშაკებზე ძალადობის შემთხვევებმა და სამედიცინო დაწესებულებებში ძალით შეჭრის, დარბევისა და პიკეტირების ფაქტებმა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს ახალი სამედიცინო მენეჯერი ჰყავს
ჯანდაცვის სამინისტრო ახალციხის სასწრაფოს ახალ მანქანას გადასცემს
ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობით დაინტერესდა
სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ინვენტარით აღიჭურვა
რეგიონში ოჯახური ძალადობის შემთხვევებმა იმატა
რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასი 30%–ით იზრდება
საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა გრძელდება