FM97.5 / LIVE

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი სამცხე–ჯავახეთში ®

მთავარისიახლე, რეკლამა 14.06.2019
18 ივნისს, ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართება.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი სამცხე–ჯავახეთში ®

ფორუმის მიზანი ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციაა. სტუმრებს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ წარმომადგენელი თემურ ჯალიაშვილი და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე მიესალმებიან.

ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ოცი ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც ეროვნული უმცირესობების დაცვის საკითხებზე, ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მათი ოჯახის წევრების გაძლიერებაზე, გენდერულ საკითხებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის მუშაობენ. ღონისძიების მიმდინარეობისას სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ მათ საქმიანობებს და მიიღონ დამატებითი ინფორმაცია.

ფორუმის მიმდინარეობისას მონაწილეები ასევე მიიღებენ ინფორმაციას ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმას „დროის ბანკი“ შესახებ და შეეძლებათ, მათი ინტერესების და უნარების გათვალისწინებით, ადგილზე შეარჩიონ აქტივობა, რომელშიც მოხალისოებრივად ჩაერთვებიან.

მოხალისეობის მნიშვნელობის შესახებ ასევე ისაუბრებენ სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმის მოწვეული მომხსენებლები, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა და ახალგაზრდა მწერალი თათული ღვინიანიძე,

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებულია დემოკრატ მესხთა კავშირის მიერ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

რეგიონული ფორუმი  ახალციხეში
ხვალ ახალციხეში მოხალისეობის ფორუმი გაიმართება [R]
სამცხე–ჯავახეთის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა  რეგიონის  განვითარებაზე იმსჯელეს
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ჰაბი ამოქმედდა
ხვალ ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება
ზურაბიშვილი: კულტურა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პირობაა [R]
სამოქალაქო სექტორს ევროკავშირის ოთხწლიან პროექტში ჩართვას სთავაზობენ