FM97.5 / LIVE

ქუჩის და სახლის – ჩვენი ქალაქის ძაღლები [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.06.2019
ახალციხის ქუჩებში ათობით ძაღლი ცხოვრობს, მათ უპატრონოებსა და მაწანწალებს უწოდებენ, თუმცა ეს ძაღლები ამ ქალაქის ისეთივე მცხოვრებლები არიან, როგორც სხვა ცოცხალი არსებები.

ქუჩის და სახლის – ჩვენი ქალაქის ძაღლები [ფოტო]

ადგილობრივებმა ლესი დაარქვეს. დიდიმამიშვილის ქუჩაზე, ხუთსართულიანი კორპუსის ეზოში, ლეკვებთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. აქაურები უვლიან, ახლა მას რამდენიმე ლეკვიც ჰყავს.

ქუჩის და სახლის – ჩვენი ქალაქის ძაღლები [ფოტო]

ძაღლები ახალციხის ცენტრალური პარკიდან

ქუჩის და სახლის – ჩვენი ქალაქის ძაღლები [ფოტო]

ქუჩის და სახლის – ჩვენი ქალაქის ძაღლები [ფოტო]

ქუჩის ძაღლები მაღაზია „ოაზისთანაც“ ცხოვრობენ.

„თითქმის სულ აქ არიან, ვაჭმევთ, გვიყვარს და ვუვლით მათ“, - გვითხრეს მაღაზიის მიმდებარე სილამაზის სალონში.

ქუჩის და სახლის – ჩვენი ქალაქის ძაღლები [ფოტო]

ქუჩის და სახლის – ჩვენი ქალაქის ძაღლები [ფოტო]

მაგრამ ძაღლებისადმი ყველა კეთილგანწყობილი არაა. მათ მოქალაქეთა უმეტესობა, შიშით თუ ზიზღით, ერიდება და შორიდან უვლის. საკვების მიცემაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. სწორედ შიმშილია მიზეზი ქუჩის ძაღლებში დაავადებების გავრცელებისა. ერთერთი ასეთია ძაღლის სოკოვანი დაავადება და დემოდეკოზი. ძაღლებს რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელება შეუძლიათ, თუმცა არავინ პატრონობს.

ქუჩის და სახლის – ჩვენი ქალაქის ძაღლები [ფოტო]

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქში მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაცია შარშან, დეკემბერში დაიწყო.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კი ცხოველები ცოფზე აცრა. აპირებენ თუ არა მათ მკურნალობას, ვკითხეთ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს.

„მაწანწალა ძაღლი მაწანწალაა, ჩვენ როგორ უნდა ვუმკურნალოთ, გაკეთდება თავშესაფარი და ისინი მიხედავენ“, - გვითხრა ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ფატი ხაბულიანმა.

ადგილობრივები ქუჩაში მცხოვრები ძაღლების რაოდენობას ხშირად აპროტესტებდნენ. არსებობს დაკბენის შემთხვევებიც. უკვე რამდენიმე წელიწადია მოსახლეობა ძაღლთა თავშესაფრის მოწყობას ითხოვს.

მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ახალციხეში, სოფელ ფარეხის ტერიტორიაზე, მიმდინარე წელს აშენდება, ის 300 ცხოველს დაიტევს და მთელ რეგიონზე იქნება გათვლილი.

ქუჩის და სახლის – ჩვენი ქალაქის ძაღლები [ფოტო]

ქუჩის და სახლის – ჩვენი ქალაქის ძაღლები [ფოტო]

ქალაქში ხშირად შეგხვდებათ ცხოველის ექსკრემენტები. ეს არამხოლოდ მაწანწალა ძაღლების ნამოქმედარია. შინაური ძაღლის პატრონები ამბობენ, რომ ცხოველის ექსკრემენტის ნაგავში გადაგდება პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ყველა ასე არ იქცევა.

„სასეირნოდ როცა ჩამომყავს, ყოველთვის ჯიბეში მიდევს პოლიეთილენის პარკი. თუ მოისაქმებს, პარკში ვდებ და ვაგდებ,“ - ამბობს 16 წლის ანი ქურდაძე, ლაბრადორის პატრონი.

ქუჩის სისუფთავეს იცავს ირმა მერაბიშვილიც. მას კანეკორსოს ჯიშის ძაღლი ჰყავს. „ძალიან მარტივია პარკში შეყო ხელი და მარტივად ჩააგდო ურნაში. სამწუხაროდ, ასე ბევრი არ იქცევა, ქალაქში ბევრი უმეთვალყურეოდ უშვებს ძაღლს და არც იმას უკონტროლებს, მოისაქმებს თუ არა. ეს დიდი პრობლემაა,“ – ამბობს ირმა.

არაერთ ევროპულ ქვეყანაში, ძაღლის უმეთვალყურეოდ გაშვებისა და ძაღლის მიერ ქალაქის დაბინძურების შემთხვევაში, პატრონი ჯარიმდება. სანქციები არსებობს თბილისშიც, თუმცა ახალციხის საკრებულოს მსგავს რეგულაციებზე არ უმსჯელია. „ამ საკითხებზე ჩვენთან ჯარიმები არაა და ამას არც საქართველოს რომელიმე კანონი არეგულირებს. თავშესაფრის აშენების შემდეგ, რა იქნება საჭირო ამ მიმართულებით, უკეთ გამოჩნდება,“ - გვითხრა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ.

12 ივნისს პარლამენტმა ცხოველებისადმი სასტიკ და არასათანადო მოპყრობაზე სასჯელის გამკაცრებას მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა. სისხლის სამართლის კოდექსში ცხოველებისადმი სასტიკი/არასათანადო მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელი გამკაცრდა.

ამიერიდან ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 240 საათამდე, ან – შინაპატიმრობით, ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან ერთწლიანი პატიმრობით.

"აღნიშნული ცვლილება ემსახურება ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შემთხვევების და მათდამი არაჰუმანური დამოკიდებულების პრევენციას, რაც ხშირ შემთხვევებში სწორედ პირის ადრეულ ასაკში განცდილი მენტალური და ფსიქოლოგიური ტრავმით არის განპირობებული", - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

კანონი ცხოველების წამებას, თავშესაფარი კი მათი რაოდენობის შემცირებასა და ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. თუმცა ყველა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანაში, სადაც ქალაქი ძაღლების ექსკრემენტებისა და კბენისგან დაცულია, არსებობს ჯარიმები დანაგვიანებასა და ძაღლის ალიკაპის გარეშე სეირნობისთვის, რისი მიღებაც ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ცხოველების წამებაზე სასჯელის გამკაცრებას კომიტეტმა მხარი დაუჭირა
ცხოველების წამებაზე სასჯელი მკაცრდება
თავშესაფრის აშენებამდე მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაცია–კასტრაციას უტარებენ
'ძაღლებს სცემენ და მეც მომიძულეს' - ქუჩის ძაღლების გულშემატკივარი
ძაღლები ახალციხის მეხუთე სკოლასთან [ფოტო]
ქუჩაში გაყრილი ძაღლები - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?
ტურისტები ახალციხის ციხეზე მიუსაფარ ძაღლებთან ერთად [ფოტო/ვიდეო]