FM97.5 / LIVE

კორხის ეკლესიის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

მთავარისიახლე, სამართალი 13.06.2019
დღეს, 13 ივნისს, ჩანიშნული სასამართლო პროცესი, რომელსაც სოფელ კორხის ეკლესიაზე უნებართვო სამუშაოების ინიციატორის სამართალდარღვევის კანონიერება უნდა დაედგინა, გადაიდო.

კორხის ეკლესიის საქმეზე  სასამართლო პროცესი გადაიდო

ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინსპექციის უნებართვო სამუშაოებზე რეაგირების განყოფილების უფროსის ლევან ჭავჭავაძის თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რაიონულ სასამართლოში ჩანიშნული სასამართლო პროცესი 20 ივნისთვის გადაიდო.

„გადადება მოსამართლემ მოითხოვა – სასწრაფო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი მაქვსო. თუმცა, სხდომის რაღაც ნაწილი ჩატარდა, მტკიცებულებები წარვადგინე, მეორე მხარემ კი მოწმის დაკითხვა მოითხოვა, რომელიც, სავარაუდოდ, 20 ივნისს დაიკითხება“, – გვითხრა ლევან ჭავჭავაძემ.

სოფელ კორხის წმინდა სტეფანეს სახელობის ტაძრის უნებართვო მშენებლობის ინიციატორი, იური წარუკიანი ძეგლთა დაცვის სააგენტომ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 21 მაისს, 5000 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული სახდელით დააჯარიმა, რომლის კანონიერებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პირველადი ინსტანციის სასამართლო დაადგენს.

წმ.სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე უნებართვო სამუშაოები მაისში დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი პირვანდელი სახით აღარ არსებობს. ძეგლთა დაცვის სააგენტომ კორხის ეკლესის საქმეზე, საინიციატივო ჯგუფს, სამუშაოების გასაგრძელებლად, პროექტის სააგენტოსთან შეთანხმება და არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა.

[გულო კოხოძე, ახალქალაქი]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სასამართლო კორხის ეკლესიის საქმეზე ისევ გადაიდო
სააგენტომ კორხის ეკლესიის საინიციატივო ჯგუფს არქეოლოგიური კვლევის ჩატარება დაავალა
'დაუყოვნებელი რეაგირებაა საჭირო'– ძეგლთა დაცვის წარმომადგენელი კორხის ეკლესიაზე
ძეგლთა დაცვა კორხში ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს
‘იქ მიდის აბსოლუტური განუკითხაობა’ – ძეგლთა დაცვა კორხის ეკლესიის რეაბილიტაციაზე
კორხის დანგრეული ეკლესია  უკანონო სამუშაოების შემდეგ [ფოტო]
ძეგლთა დაცვა: ახალქალაქში ადგილობრივებმა ორი ეკლესიის რეაბილიტაცია უნებართვოდ დაიწყეს