FM97.5 / LIVE

ვარძია–გოგაშენის გზაზე მეწყერი განმეორდა, ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.06.2019
ვარძია–გოგაშენის გზაზე, მეწყერი იგივე მონაკვეთზე განმეორდა, სადაც ერთი თვის წინათ კლდის მასა ჩამოიშალა და გზა ჩაკეტა. ამ წუთებში ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია და გეოლოგებს ელოდებიან.

ვარძია–გოგაშენის გზაზე მეწყერი განმეორდა, ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ მხარის რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი აცხადებს, მეწყერის ჩამოწოლა, სავარაუდოდ, გუშინ, 12 ივნისს მომხდარმა მიწისძვრამ გამოიწვია.

„კლდის მასა, გზის ზუსტად იმ მონაკვეთზეა ჩამოშლილი, სადაც პირველად იყო მეწყერი. აქ კლდის ზედა ფენა გაწმენდის პროცესში მოშალეს, თუმცა დარჩენილი ნაწილი მიწისძვრის შემდეგ ჩამოვიდა. კლდის მასა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე პირველი შემთხვევისას იყო“, – ამბობს შალვა ბერძენიშვილი.

ვარძია–გოგაშენის გზაზე, პირველად ჩამოწოლილი მეწყერის შემდეგ გზის გაწმენდითი სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ასტორია“ ახორციელებდა, იმის გამო, რომ მეწყერი ღამის საათებში განმეორდა, აქ მომუშავე ტექნიკა კლდის მასაში მოყოლას გადაურჩა.

კომპანიას ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის გაწმენდითი სამუშაოები ორ დღეში უნდა დაესრულებინა.

შალვა ბერძენიშვილის თქმით, ამ დროისათვის ადგილზე თბილისიდან გეოლოგების ჯგუფს ელოდებიან, რომლებიც მეწყერის გამომწვევ მიზეზებს შეისწავლიან: „გელოლოგების რეკომენდაციის შემდეგ, ჩვენ იგივენაირად შევაგროვებთ ყველა დოკუმენტს, როგორც პირველის შემთხვევაში იყო, და სამინისტროს დაფინანსებას ვთხოთ“.

ვარძია–გოგაშენის გზაზე, მეწყერი პირველად ერთი თვის წინ, 13 მაისს ჩამოწვა, რომელიც გეოლოგებმა შეისწავლეს. მათი რეკომენდაციით გზის აღდგენა შესაძლებელი იყო, თუმცა მეწყერული პროცესების განმეორებას ისევ ვვარაუდობდნენ. აქ სამუშაოები სწორედ გეოლოგების რეკომენდაციით დაიწყო.

ვარძია–გოგაშენის გზაზე მეწყერი განმეორდა, ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის შესწავლა გეოლოგებმა დაიწყეს
ვარძია–გოგაშენის გზის გაწმენდა ხვალიდან გაგრძელდება
ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზა გაწმინდეს
ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის გაწმენდა დაიწყო
გოგაშენი–ვარძიის გზის გაწმენდა ერთ კვირაში დასრულდება
ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის გაწმენდას ფინანსთა სამინისტრო დააფინანსებს
გოგაშენი–ვარძიის დამეწყრილი გზა გეოლოგებმა შეისწავლეს