FM97.5 / LIVE

'წელის ჩაწყვეტამდე ვმუშაობდით' - არასრულწლოვანების შრომა ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.06.2019
სვეტლანა ორ დასთან და დედასთან ერთად ახალციხეში, „ვერიპლანის“ დასახლებაში ცხოვრობს. ახლა 18 წლისაა, თუმცა, 14 წლის ასაკიდან, არაერთი დღე ახსოვს არალეგალურ და მძიმე მუშაობაში გატარებული.

'წელის ჩაწყვეტამდე ვმუშაობდით' - არასრულწლოვანების შრომა ახალციხეში

სვეტლანა ახლაც მუშაობს, ჩვენთან საუბარს კი კვებისთვის განკუთვნილ შესვენებაზე ახერხებს. საუბარში ყველა იმ ადგილს იხსენებს, სადაც არასრულწლოვანობისას უმუშავია: „ახალციხეში ყველაზე მსუბუქი სამუშაო პარკში მქონდა, საბავშვო ელექტრომობილების გასაკეთებლად დღემდე მაკითხავენ“.

„სწოპიკას“ (სვეტლანას ზედმეტსახელი) თქმით, ახალციხეში ბევრი სამუშაო ადგილია, სადაც ნებისმიერ ასაკის ადამიანს შეუძლია დასაქმდეს: ნებისმიერი მოსავლის აღება და მანქანის დატვირთვა, ხეზე სამუშაო - როგორც ტყეში, ასევე ოჯახში (შეშის ჩეხვა), ტრაილერების დაცლა (სხვადასხვა სასმელების). „სწოპიკას“ თქმით, ყველა ამ სამუშაოს შესრულებისას 14-დან 17 წლამდე იყო.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ახალქალაქში მილების შემკეთებლადაც უმუშავია და მშენებლობაზე მუშებსაც არაერთხელ მიხმარებია. სამუშაოებში ტრაილერის დაცლას გამოარჩევს, სადაც 14 წლის ასაკში ექვსბოთლიან(ლიტრიანი ან ორლიტრიანი) შეკვრას იღებდა და ასაწყობებდა: „გვიხაროდა, იმიტომ, რომ ფულს 3-4 საათში ვშოულობდით. სულ ექვსი კაცის საქმე იყო. უმეტესობა არასრულწლოვანები ვიყავით, წელში ვწყდებოდით, ვნატრობდით მალე დაგვემთავრებინა. 20 ლარს გვიხდიდნენ. ეს ახალციხის ბაზარში ხდებოდა“.

როგორც ამბობს, იმის გამო, რომ გოგოა, პრობლემა არასდროს შექმნია: „რო დამინახავდნენ, ბიჭებზე არანაკლებად ვმუშაობდი, მათთვისაც პრობლემა არ იყო“.

სვეტლანა 16 წლის იყო, როდესაც თირკმლებზე ოპერაცია დასჭირდა და ექიმებმა სიმძიმის აწევა აუკრძალეს, ამის მიუხედავად, მას ხე-ტყეზე მუშაობა არ შეუწყვეტია.

„გამივლია ისეთი დღეებიც, როცა საჭმლისთვის მიწევდა მუშაობა,“ - შეკითხვაზე, მოგვიყვებოდა თუ არა ყველაზე მძიმე დღეების შესახებ, სვეტლანა თავის შეკავებას ამჯობინებს, – „ავტირდები და არ მინდა. ყოფილა კი, როცა „ვინუჟდენში“ მიმუშავია. ისეც მომხდარა, რო სამუშაოს შოვნა საერთოდ არ ჭირდა. ყველაზე დიდხანს, 14-დან 17 წლამდე ხე-ტყეზე მუშაობაში გავატარე. ვჩეხავდით, მანქანას ვტვირთავდით და ოჯახებში ვცლიდით. მერე თირკმელებზე ოპერაცია დამჭირდა, ექიმებმა არ შეიძლებაო, მაგრამ ნაკერებითაც ვმუშაობდი, დღეში 40-50 ლარს ვიღებდი,“ - იხსენებს 18 წლის სვეტლანა.

ახლა უკვე, როგორც სრულწლოვანი, ქალაქის ერთ-ერთ საამქროში მძიმე ფიზიკურ საქმეს ასრულებს და უვარგისი მასალისგან მუყაოს ამზადებს. შემოსავლით კი, როგორც ადრე, ახლაც საკუთარ დებს და დედას ეხმარება.

სვეტლანა არც რეგიონში და არც საქართველოში ერთადერთი არაა, ვისაც არასრულწლოვანობისას მძიმე ფიზიკური შრომის გამოცდილება აქვს. საქართველოში ჩატარებული ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის (2015 წლის ანალიტიკური ანგარიში) მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ბავშვების (5-17 წ.) 11.1% ბავშვთა შრომაშია ჩართული. ამ მაჩვენებლით რეგიონი ქვეყანაში, გურიის შემდეგ, მეორე ადგილზეა.

„ბავშვთა შრომაში ჩართული ბავშვების უმეტესობა სოფლის მეურნეობის სფეროშია დასაქმებული. განსაკუთრებით თვალშისაცემი კი აჭარის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებია, სადაც სოფლის მეურნეობაში ჩართული ბავშვების პროცენტული წილი 94-97 პროცენტია“. - ვკითხულობთ ანგარიშში.

საქართველოში სულ ბავშვთა შრომაში 24 ათასზე მეტი ბავშვია ჩართული, სახიფათო შრომაში კი – მათი 63.9%. ბავშვთა შრომა აკრძალულია, თუმცა საქართველოს კანონმდებლობაში არ არის განსაზღვრული, თუ რა არის სახიფათო შრომა.

შრომის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ბავშვთა შრომაში დღესდღეობით 152 მილიონი ბავშვია ჩართული. ისინი მუშაობენ თითქმის ყველა სფეროში. ათიდან შვიდი კი, სოფლის მეურნეობაშია ჩართული.

12 ივნისს მსოფლიოში ბავშვთა შრომასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.06.2019 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.06.2019 ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

17.06.2019 საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა

17.06.2019 'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

World Vision: ახალციხისა და ადიგენის სოფლებში ბავშვთა შრომის მაჩვენებელი მაღალია
საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირია
ახალციხელები ბავშვთა უფლებებზე საუბრობენ [Video]

1 ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა
დღეს საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნება
ომბუდსმენი: საქართველოში მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბისა და სიკვდილიანობის პრობლემა
ანტი სტიგმა  – დისკუსია ახალციხეში