FM97.5 / LIVE

ზველში სასმელი წყალი მეზობელი სოფლებიდან მოაქვთ

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.06.2019
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველის მცხოვრებლები ამბობენ, რომ წყალი ცოტა მოდის და დაბინძურებულია.

ზველში სასმელი წყალი მეზობელი სოფლებიდან მოაქვთ

ზველის მოსახლეობა ამბობს, რომ წყალი განრიგით აქვთ და სასმელად გამოუყენებელია. მათივე განმარტებით, ამის მიზეზი ძველი სათავე ნაგებობაა.

„რაც თავი გვახსოვს, ძველი სათავე ნაგებობაა, არც იწმინდება და არც ფილტრები აქვს. მთიდან მოედინება და ამ პერიოდში თოვლის ნადნობი წყალი რომ ერევა, ცუდ მდგომარეობაში ვვარდებით“, – გვეუბნება სოფელ ზველის მკვიდრი ვაჟა ზედგინიძე.

იმის გამო, რომ წყალი სასმელად უვარგისია, ადგილობრივებს სასმელი წყალი მეზობელი სოფლებიდან მოაქვთ: „ამ წყალს საკარმიდამო ნაკვეთების მოსარწყავად თუ ვიყენებთ, სხვა არაფერში გვადგება. გავდივართ ჭობარეთში, ხან ორგორაში და სასმელი წყალი იქიდან მოგვაქვს“.

სოფელ ზველის პრობლემის შესახებ ცნობილია ააიპ "ასპინძის მელიორაციისთვის". მისი ხელმძღვანელი მერაბ ნარიმანიძე განმარტავს, რომ ზველის სასმელი წყლის ნაგებობა მათ ბალანსზე მიმდინარე წელს გადავიდა: „აქამდე ჩვენი არ იყო და მომსახურებას ვერ ვუწევდით. ახლა დავიწყებთ დაქლორვას და მაგისტრალსაც მივხედავთ“.

ზველში 300–ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. სოფელი ზღვის დონიდან 1460 მეტრზე მდებარეობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენის სოფლებში სასმელი წყალი იმღვრევა
ვალეს სამი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება
სოფელ საროში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
მერვე დღეა ვალეში  სასმელი  წყალი არ აქვთ
ორი დღეა დაბა ასპინძაში სასმელი წყალი არ აქვთ
დაულუქავი სათავე-ნაგებობა სოფელ წრიოხში [ფოტო]
ორ კვირაზე მეტია ვარხნის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება