FM97.5 / LIVE

ყულალისელები [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.06.2019
სოფელში სულ სამი გვარია, მესამე გვარის მხოლოდ ერთი ოჯახი. როგორ ცხოვრობენ ქრტიანები და პეტროსიანები ყულალისში.

ყულალისელები [ფოტო]

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ყულალისი პამაჯის თემში შედის და მუნიციპალური ცენტრიდან ექვსი კილომეტრით არის დაშორებული. სოფელში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს, სულ 44 ოჯახი.

სოფლის ადრინდელი სახელი არყისციხე ყოფილა, თუ რატომ ჰქვია ახლა სოფელს ყულალისი, ადგილობრივებმა არ იციან.

ყულალისში ცხოვრობენ პეტროსიანები და ქრტიანები, აგრეთვე – მესამე გვარი გრიგორიანი, ერთი ოჯახი.

სოფელში მცხოვრებნი ქრისტიანები არიან, თუმცა ამიხსნეს, რომ პეტროსიანები - სომხურ სამოციქულო ეკლესიას ეკუთვნიან. ქრტიანები კი კათოლიკე სომხები არიან.

ყულალისში უჩვეულო სიწყნარეა. ცარიელია სოფლის ორღობეებიც.

სოფელში არ არის სკოლა, საბავშვო ბაღი. სკოლის მოსწავლეებიც და სკოლამდელი ასაკის ბავშვებიც საბავშვო ბაღსა და საჯარო სკოლაში პატარა პამაჯში დადიან.

აქაურები ერთი სიტყვით რომ დაახასიათო, ეს სიტყვა იქნება „მშრომელი“. ირგვლივ ეზოებს, მიწის ნაკვეთებს გამრჯე გლეხის ხელი ამჩნევია. სწორად, რიგში დარგული ლობიო, თავისი ხის სარებით, მაჩვენებელია იმისა, რომ აქ შრომა უყვართ.

ყულალისელები [ფოტო]

კარტოფილის ყანებიც გასუფთავებულია სარეველებისგან. აქაურების ძირითადი შემოსავალი, რუსეთში წასული ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილი ფულის გარდა, მიწა და ძროხააა.

ლენა პეტროსიანი 55 წლისაა, 35 წელია სოფელ ყულალისში ცხოვრობს.

„ჩვენ სულ ვშრომობთ. დღე იწყება და სრულდება საქმით. დილის ექვსის საათიდან, ზამთარში კი შვიდიდან, ფეხზე ვართ. მივეჩვიეთ ასე ცხოვრებას. დღე ისე გარბის, ვერ ვიგებ. ამიტომ თავს გამოვუყავი დრო შუადღით და დავარქვი შესვენება, როცა ყავას ვსვამ. ამდენი წელიწადია ყოველდღიურად ვშრომობ. მხოლოდ ერთხელ ვიყავი ერევანში, ეგ იყო და ეგ“, – ამბობს ის.

ყულალისელები [ფოტო]

ლევონ ქრტიანი 86 წლისაა, ის 84 წლის მეუღლესთან, შუშანიკ ქრტიანთან ერთად ყულალისში ცხოვრობს.

„დავბერდი, მთელი ახალგაზრდობა ვშრომობდი. ჰექტრობით ყანებს ვამუშავებდი, ძროხებს ვუვლიდი, რუსეთშიც დავდიოდი. ახლა პენსიონერი ვარ და გაჩერება მაინც არ შემიძლია. ხან რას გავაკეთებ, ხან რას. ცოცხალი თუ ხარ, უნდა იშრომო“, – ამბობს ლევონ ქრტიანი.

ცოლ-ქმარს სამი ქალიშვილი ჰყავთ.

„ერთი გოგო სჯობს ათ ბიჭს“, - გვეუბნება ლევონ ქრტიანი და გვიყვება, რომ სამივე შვილს უმაღლესი განათლება აქვს. ახლა სამივე გათხოვილია, ორი რუსეთში ცხოვრობს, ერთი ახალციხეში. მოხუცებს ისინი უვლიან, - „ჩვენი პენსია წამლებში იხარჯება. შვილები გვპატრონობენ“.

„სამშობლო ყოველთვის გეძახის“, - ამბობს რიტა ქრტიანი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის ყულალისში, – „აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, აქ დავამთავრე სკოლა. მინდა ვიცოდე ქართული, მაგრამ სკოლაში კვირაში ერთხელ, ერთი გაკვეთილი გვიტარდებოდა და ამიტომაც ვერ ვლაპარაკობ, თუმცა ყველაფერი მესმის “, – ამბობს რიტა.

ქრტიანები და პეტროსიანები თანხმდებიან ერთ საკითხზე, რომ თუ იქნება დასაქმება და შესაბამისი ანაზღაურება, სოფლიდან რუსეთში სამუშაოდ არავინ წავა.

სოფელში შემორჩენილია ციხესიმაგრის ნაშთი, რომლის ირგვლივ საცხოვრებელი სახლებია.

„არყისციხე მდგარა ბორბოლისხევის მაღალ, კლდოვან ნაპირზე. ციხის აქ აშენებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან აქ გადადიოდა გზა ბორბოლისხევით ფოცხოვისა და არტაანისკენ. „მატიანე ქართლისა“ მოგვითხრობს, რომ XI საუკუნეში ბაგრატ IV-ის ერთგულმა სულა კალმახის ერისთავმა და გრიგოლ არტანუჯის ერისთავმა მეფეს ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ მოუხმეს. მათ მიემხრნენ სხვა მესხი აზნაურებიც. ბაგრატმა გადმოიარა რკინის ჯვრის უღელტეხილი (ზეკარი) იმერეთ-სამცხის საზღვრებზე და არყისციხეში შეხვდა მოკავშირეებს. 1047 წელს კახელებისა და ბერძენ-სომეხთა დამხმარე ლაშქრით ლიპარიტი მოულოდნელად თავს დაესხა მეფეს და არყისციხესთან ბრძოლაში დაამარცხა იგი. სულა კალმახის ერისთავი და გრიგოლ აბუსერისძე ტყვედ ჩავარდნენ. ამ გამარჯვებით ლიპარიტმა ზემო ქართლის დაპატრონება შეძლო. XII-XIII საუკუნეებში ერთი ხელნაწერის ანდერძი გვამცნობს, რომ წიგნი, თქმული გრიგოლ ღვთისმეტყველის მიერ, წარმოუგზავნია მესხ აზნაურს, არყისციხელ გაბას, რომელიც არყისციხის პატრონი უნდა ყოფილიყო ამ დროს. წიგნი აღუწერია გაბას მამის ბიძას, საფარის წინამძღვარს ეფრემს. სოფ. არყისციხე „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ (XVI ს.) მიხედვით, იხსენიება ახალციხის ლივის ჩილდირის რაიონში. ამ დროს ციხე აღარ ფუნქციონირებდა, ხოლო ბორბოლისხევის გზას ხევის ზედა წელში ჩადგმული ორალის ციხე აკონტროლებდა“.

ყულალისელები [ფოტო]

[გულო კოხოძე, ახალციხე]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ზამთრის' ცოლები
სოფელი წარსული დიდების  ჩრდილში
ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი
ორ მუნიციპალიტეტად გაყოფილი სოფელი
”სოფელში ქორწილები და მშობიარობები შემცირდა”
სოფელი მთაში [ფოტო]
ფოტოპროექტი: ადამიანები სხვილისიდან [Photo]