FM97.5 / LIVE

ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

მთავარისიახლე, განათლება 12.06.2019
ახალციხეში, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საგამოცდო ცენტრი ისევ პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება.

ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

როგორც, „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალციხის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი გელა ინასარიძე ამბობს, გამოცდებისათვის სამზადისი ჯერ არ დაწყებულა: „სკოლაში სასწავლო პროცესი არ დასრულებულა, ამიტომ სამზადისი არ დაგვიწყია. როგორც კი სწავლა დასრულდება, შევალთ და სამზადისსაც დავიწყებთ. საგამოცდო ცენტრში ყველა პირობა იქნება, რაც გამოცდების ჩასატარებლად აუცილებელია“.

ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დღეს, 12 ივნისს, ბრიფინგი გამართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ. მისი თქმით, ყველა ცენტრი აღიჭურვება გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით.

ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ამასთან, აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრებამდე მისაყვანად სპეციალური ავტობუსებიც იმუშავებს.

2019 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა;
მასწავლებლის კომპეტენციას 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.

რაც შეეხება მასწავლებლის ჯილდოს აღების მსურველებს, როგორც გორგოძემ განაცხადა, 800-მა პენსიონერმა პედაგოგმა გამოცდაზე გასვლაზე, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, უარი განაცხადა და ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვა, რის გამოც, ისინი რეგისტრაციიდან მოხსნეს.

2019 წლის გამოცდების განრიგი უკვე გამოქვეყნდა. ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით პირველ ივლისს დაიწყება, 23 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.


10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17- 24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

12.11.2019 ადიგენში რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა გზების მოასფალტებას მოხმარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე სამი  აბიტურიენტი არ გამოცხადდა
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება