FM97.5 / LIVE

ძირს ეგდო და ჭრილობაც დავინახე – მოწმე ფოკაში მოკლულის შესახებ

მთავარისიახლე, სამართალი 11.06.2019
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ფოკაში მკვლელობაში ბრალდებულის მორიგი პროცესი გაიმართა, სადაც ოთხი მოწმე დაიკითხა. სასამართლოს ბოლოს კი მოსამართლემ პროკურორის მიერ წამოყენებული ერთ–ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ძირს ეგდო და ჭრილობაც დავინახე – მოწმე ფოკაში მოკლულის შესახებ

პროცესი დღეს, 11 ივნისს ახალციხის რაიონულ სასამართლოში, 16:00 საათზე დაიწყო. გამოიკითხა ოთხი მოწმე: ფოკის ორი მკვიდრი, გამომძიებელი თამაზ ფაილოძე და სამცხე–ჯავახეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი დავით მერაბიშვილი.

მერაბიშვილმა პროცესზე მოკლული ხ.თ–ს გვამის შესახებ ისაუბრა. აღწერა გვამი და განაცხადა, რომ მას ხუთი გამავალი ჭრილობა ჰქონდა. სამცხე–ჯავახეთის პოლიციის ბორჯომის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა თამაზ ფაილოძემ კი რამდენიმე საგამოძიებო მოქმედების შესახებ ისაუბრა.

„გამოვითხოვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა 112–ში დარეკა. საუბრის ჩანაწერი იყო დისკზე, რომელიც შემდეგ გამოვიკვლიეთ და გავშიფრეთ, რასაც იძახდა ბრალდებული ოპერატორთან საუბრისას. ასევე, 2019 წლის აპრილში წავედით და დავათვალიერეთ მკვლელობის ადგილი, სადაც ლითონმძებნის გამოყენებით ვცდილობდით ტყვიების მოძებნას, თუმცა ვერ ვნახეთ. ამ ყველაფერზე ოქმი შევადგინე“,– ამბობს ფაილოძე.

ამის შემდეგ სასამართლომ კიდევ ორი მოწმე გამოიძახა. აქედან ერთ –ერთს არ ჰქონდა ბევრი ინფრომაცია მკვლელობის შესახებ, ხოლო მეორე მოწმემ, დ.ა–მ მკვლელობის დღე გაიხსენა: „2018 წლის 3 დეკემბერს მანქანა უნდა გამეკეთებინა და მივედი ხელოსანთან. ამ დროს გავიგე სროლის ხმა და მეც წავედი იმ მხარეს, რომ გამეგო, რა ხდებოდა. მივედი სოფლის ცენტრში, გაჩერებასთან და ხ.თ ძირს ეგდო. ცხვირის ოდნავ ზედა ნაწილში ჭრილობა შევნიშნე. გარდაცვლილი არ იყო, რაღაც ხმებს გამოსცემდა. წავედი, რომ წყალი მომეტანა, ვიფიქრე, მოვასულერებ მეთქი. რომ დავბრუნდი, უკვე წითელი ფერის ფორდში ჩაესვათ თანასოფლელებს. შემდეგ კი ეს ამბავი მოკლულის სიძეს შევატყობინე“,–ამბობს მოწმე დ.ა.

სასამართლო პროცესზე პროკურორი მამუკა ქომოშვილი კიდევ ერთელ გამოვიდა შუალმდგომლობით, რათა ის ორი მოწმე, რომელიც წინა სასამართლო სხდომაზე დაიბარა, იძულების წესით მოეყვანათ.

მოსამართლე გია ბერაიამ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

“ვინაიდან ეს მოწმეები არც პოლიციის დაბარების შემდეგ და არც სასამართლოს მიმართვის შემდეგ არ მოვიდნენ, ამ შუამდგომლობას დავაკმაყოფილებ“,– განაცხადა ბერაიამ.

შემდეგი პროცესი 13 ივნისს გაიმართება, სადაც სამხარაულის ექსპერტებს დაკითხავენ.

ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში, 33 წლის კაცი 2018 წლის სამ დეკემბერს მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებული მისი თანაკლასელია.

მომხდარის შემდეგ თანასოფლელებმა ბრალდებულის ორი სახლი და ოთხი მანქანა დაწვეს. ამ ფაქტს შსს სხვისი ქონების დაზიანების მუხლით იძიებს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

,მოვკალი, კარგი ვქენი’ – მკვლელობაში ბრალდებულის ზარი 112-ში
ფოკაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მამა დაკითხეს
'ფსიქიკური ნაკლი არ აქვს' – ექსპერტის დასკვნა ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულზე
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა
მაიზერ ბაბლუანი მოწმე პოლიციელზე: ‘მოწმემ დღეს იცრუა და  ფიცი გატეხა’
რითი ამოიცნო მოწმემ ახალქალაქში მკვლელობის საქმეში ბრალდებული
შალვა აბულაძის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა