FM97.5 / LIVE

ახალციხის მთავარ ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.06.2019
ახალციხეში, შოთა რუსთაველისა და ნიკო კეცხოველის ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოების დასაწყებად, მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „არალთან“ ხელშეკრულებას დადებს. რიგგარეშე სხდომაზე, დოკუმენტის გაფორმებას მხარი ახალციხის საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობამ დაუჭირა.

ახალციხის მთავარ ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

დღეს, 11 ივნისს, ახალციხის საკრებულოში გაიმართა რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განიხილეს მხოლოდ ერთი საკითხი – რუსთაველისა და კეცხოველის ქუჩების რეაბილიტაციისათვის, კომპანიასა და თვითმმართველობას შორის ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემა.

ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპისათვის, ახალციხის მერიამ ტენდერი ექვს მაისს, 1 689 480 ლარზე გამოაცხადა.

„ტენდერში ვაჭრობის შედეგად, თანხა დაგვიფიქსირდა 1 554 321 ლარი, რაც ცდება ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს. ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის შესაბამისად, აღნიშული ხელშეკრულების გაფორმებაზე, საკრებულოსგან თანხმობაა საჭირო“, - განმარტა სატენდერო კომისიის აპარატის წევრმა ქეთევან ინასარიძემ.

მისივე თქმით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამა – შპს „არალი“ – სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 კვირის ვადაში უნდა დაასრულოს.

საკრებულოს წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ეკა ტატალაშვილმა საკითხს მხარი არ დაუჭირა. მისი თქმით, ხელშეკრულება, რომლის დადებისთვისაც მერიას დეპუტატების თანხმობა სჭირდებოდა, წარმოდგენილი არ იყო: „საკრებულომ რის საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება? უნდა ჩავხედოთ თვითონ ამ ხელშეკრულებას, პირობებს, რა მონაკვეთი კეთდება, დეტალურად უნდა განვიხილოთ და მერე უნდა გადავწყვიტოთ, თანხმობას მივცემთ თუ უარყოფას, არა?! ჩვენამდე მოვიდა ფარატინა განკარგულების პროექტი, სადაც მხოლოდ თანხაა მითითებული. რითი განვსაზღვრო მე ეს პროექტი კარგია თუ ცუდი? ვითხოვ იმ ხელშეკრულებას, რაზეც თანხმობა უნდა მივცე“.

ტატალაშვილს საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ნოზაძემ უპასუხა. მისი თქმით, პროექტის ნახვა ყველა მსურველს შეეძლო: „რომელ ხელშეკრულებას ითხოვთ, რაც უნდა გაფორმდეს მომავალში? აგერ მაქვს პროექტი, რომელიც ჩვენი გაკეთებული არა რის, საპროექტო კომპანიამ გააკეთა. ეს პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპია, სრული პროექტი მოცულობით ძალიან დიდი იყო, ვეცადეთ რომ კომპანიას დროულად დაესრულებინა და გაგვეხორციელებინა სამუშაოები“, - განმარტა ნოზაძემ.

დარბაზში ცნობლი გახდა, რომ ქუჩების რეაბილიტაციის საკითხის რიგგარეშე სხდომაზე გამოტანის მოთხოვნით, საკრებულოს ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ მიმართა. ტატალაშვილი მიიჩნევს, რომ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა ეჭვებს იწვევს: „რატომ გაიმართა რიგგარეშე სხდომა, ხუთშაბათს უკვე გვქონდა ჩვენ მასალები და შეიძლებოდა, რომ სხდომა ჩატარებულიყო. ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ კომისიისა და ბიუროს გვერდის ავლით მოხდეს ამ თემის განხილვა?!“

საბოლოოდ, სხდომაზე რუსთაველისა და კეცხოველის ქუჩების რეაბილიტაციას 21 დეპუტატიდან 18-მა მხარი დაუჭირა, ორმა თავი შეიკავა, ერთი კი არ დაეთანხმა.

ამ ეტაპზე, ახალციხის მერიაში შპს „არალთან“ დასადებ ხელშეკრულებას ამზადებენ.

რუსთაველისა და კეცხოველის ქუჩების რეაბილიტაცია ახალციხეში სამ ნაწილად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, გზის საფარი მოწესრიგდება კეცხოველის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის ნაწილამდე (სოფელ ღრელის ასახვევამდე).

სრული პროექტის ღირებულება დაახლოებით 3 600 000 ლარია.

ახალციხის მთავარ ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

31.05.2020 კორონავირუსი და ქრონიკური დაავადებები - ინფოგრაფიკა

31.05.2020 ‘სომხეთიც და საქართველოც უნდა ვიყოთ მზად, დავეხმაროთ ერთმანეთს’ - ფაშინიანo

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რატომ ვერ სრულდება ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში
რატომ გაიწელა ახალციხის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია
უმცირესობა ‘პოსტფაქტუმ’ – ხმაური ახალციხის საკრებულოში
‘ევროპული საქართველოს’ დეპუტატებმა ახალციხის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს
ახალციხეში კეცხოველის ქუჩა გადაკეტილია
ასპინძაში შიდა ქუჩების რეაბილიტაცია იწყება
ახალციხეში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს