FM97.5 / LIVE

ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს

მთავარისაზოგადოება 11.09.2013
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. ამათან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.

ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს
მესხეთში ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. მორწმუნეები იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს ვარძიის მახლობლად, გამოქვაბულში მდებარე სამლოცველოში მიდიან, თავკვეთულა - ასე ქვია ამ ადგილს. თავკვეულამდე მისასვლელად მრევლმა მდინარე უნდა გადალახოს. ეს ერთადერთი დღეა, როდესაც მდინარე მტკვარზე წყლის დონე იკლებს და მორწმუნეები მასზე ფეხით გადადიან. ამ დღეს, ამ ადგილას, მორწმუნეები მთელი საქართველოდან იკრიბებიან.

წმინდა სახარების მიხედვით, წმიდა იოანე ნათლისმცემელს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. მანამდე წმ. ნათლისმცემელი ჰეროდეს საპყრობილეში ჰყავდა დატყვევებული, რადგან მას უზნეო ცხოვრებისთვის დაუფარავად ამხელდა კანონიერი ცოლის დატოვებისა და საკუთარი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო.

წმ. წინასწარმეტყველის თავის მოკვეთის სურვილით ფილიპეს ჰეროდეას ქალიშვილმა, სალომეამ დედის ჩაგონებით მიმართა, რადგან მას სძულდა წმ. ნათლისმცემელი.

სალომეა ფილიპეს დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ცეკვავდა. მისი ცეკვით მოხიბლული ჰეროდე კი სალომეას ნებისმიერი სურვილის შესრულებას დაჰპირდა. სალომეამ ლანგარზე წმ. იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა. წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს მორწმუნეები ტრადიციულად მარხვით აღნიშნავენ.

ვიდეო და ფოტომასალას "სამხრეთის კარიბჭე" დღის ბოლოს მოგაწვდით.

[sknews.ge]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

16.02.2020 სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს – ხვალ ახალციხეში აქცია გაიმართება

16.02.2020 ახალციხელი მუსიკის პედაგოგი სოფელ ყანობის საბავშვო ბაგა – ბაღის დირიჟორი [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეა
11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე აღინიშნება
11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება
სამცხე-ჯავახეთში იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე აღნიშნეს
‘თავკვეთულაზე’ იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე აღნიშნეს
მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს
მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]