FM97.5 / LIVE

გვინდა თუ გვჭირდება დეცენტრალიზაცია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 11.06.2019
„დეცენტრალიზაცია არის აუცილებელი“, „თვითმმართველობები ადგილზე უნდა წყვეტდნენ, რას გააკეთებენ და არა თბილისიდან მოდიოდეს დირექტივები“, – არასამთავრობო სექტორი დეცენტრალიზაციაზე.

გვინდა თუ გვჭირდება  დეცენტრალიზაცია

სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი ფიქრობს, რომ დეცენტრალიზაციის პროცესის უპირობოდ განხორციელებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

„არჩევნები უნდა ჩატარდეს, ოღონდ მართლა დეცენტრალიზაციის პრინციპით. ხალხმა აირჩიოს ადამიანი, რომელიც არ დაელოდება თბილისიდან მითითებებს, არამედ სწორად დაგეგმავს, ჯერ გზა უნდა გაკეთდეს, თუ - ხიდი,“ - ამბობს ცირა მესხიშვილი და დასძენს, რომ დეცენტრალიზაცია არის აუცილებელი, თუ ჩვენი მთავარი მიზანია ჭეშმარიტი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენება, – „ბოლოს და ბოლოს, უნდა დამთავრდეს თბილისიდან რეგიონებზე მითითებები და ყველა საკითხში ჩარევა. მთავარი და უმთავრესია, ჩვენ უნდა გვქონდეს ამაზე მოთხოვნა“.

„დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორი გია ანდღულაძე მიიჩნევს, რომ დეცენტრალიზაცია საჭიროა, რადგან მუნიციპალიტეტებს ჰქონდეთ სტაბილურობის შეგრძნება. დეცენტრალიზაცია, რეალურად, ეს არის მეტი უფლებების გადაცემა ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, მეტი ფინანსების, ქონების გადაცემა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისათვის.

„თვითმმართველობები ადგილზე უნდა წყვეტდნენ, რას გააკეთებენ და არა თბილისიდან მოდიოდეს დირექტივები. თვითმმართველობა მარტივად დაგეგმავს მომავალი წლის ბიუჯეტს, რამდენი ექნება ფული, რამდენად შეძლებს ტრანსფერის გაზრდას და მარტივად დაგეგმავს რეგიონის განვითარების გეგმას. როგორი ჭკვიანი ადამიანიც არ უნდა იჯდეს თბილისში, არ ეცოდინება, რა ხდება სოფელ ანდაში. რასაკვირველია, ეს ახალციხის მუნიციპალიტეტში უფრო იციან, ვიდრე მან. ეს არის მარტივი ახსნა, რატომაა საჭირო დეცენტრალიზაცია“.

მუნიციპალიტეტებისთვის ქონების გადაცემის პროცესი წელს უნდა დაიწყოს. ასეთია გეგმა, რომელიც დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში მთავრობამ წარმოადგინა.

„რამდენიმე წლის წინათ, სოფელ ვაჩიანში, ვეტერინარული აფთიაქის გახსნა გვინდოდა. ერთ–ერთი ორგანიზაცია აკეთებდა და მე კონსულტანტი ვიყავი. პროექტი დამტკიცდა და აღმოჩნდა, რომ შენობა, სადაც აფთიაქი უნდა გახსნილიყო, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. საბოლოოდ შენობა მუნიციპალიტეტს არ გადაეცა და პროექტიც ჩავარდა“, – გვიყვება ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორი მახარე მაცუკატოვი.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის საჭირო დეცენტრალიაზაცია, რათა ადგილზე მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება, ქონებასთან, მიწებთან დაკავშირებით.

„ახალქალაქის სოფელ ხოსპიოში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში და დონორი ორგანიზაციის დახმარებით, გადაწყდა, სტადიონი გაკეთდეს. ტერიტორია აქაც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. თვითმმართველობის მუშაობის შედეგად, მიწა გადმოეცა მუნიციპალიტეტს და იქ გაკეთდება სტადიონი. საჭირო გახდა წერილების გაგზავნა. სწორედ ამიტომაცაა რეგიონების ეკონომიკური განვითარებისათვის მთავარი ფორმულა დეცენტრალიზაცია“, – განაცხადა მახარე მაცუკატოვმა.

ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ხელმძღვანელი თამუნა კაპანაძე ამბობს, რომ დეცენტრალიზაცია აუცილებელია და როცა ხელისუფლება სხვადასხვა საფრთხეებზე თუ არასაკმარის განათლებაზე საუბრობს, საფუძველი არ გააჩნია.

„როცა საუბრობენ მოხელეების განათლებაზე და დეფიციტზე, მინდა ვთქვა, რომ ადგილზე ბევრი კადრი გვყავს, გამოცდილება კი მოაქვს პრაქტიკას. ეთნიკურ საფრთხეებს რაც შეეხება, იქ, სადაც ადამიანი გრძნობს თავს ქვეყნის ნაწილად, მსგავსი პრობლემა არ გაჩნდება“, – ამბობს თამუნა კაპანაძე.

ამავე თემაზე ნახეთ: თვითმმართველობა – 'ხელისუფლების გერი'

[გულო კოხოძე, ახალციხე]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ირაკლი კობახიძე: ‘დეცენტრალიზაცია მთავრობის მთავარი პრიორიტეტია’
პრემიერი: მმართველობის დეცენტრალიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა
ევროკავშირის ელჩი: ‘დეცენტრალიზაცია რეგიონებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება’
'2018 წელს ბევრი არაფერი შეცვლილა’ – NGO–ები სამცხე–ჯავახეთში
თვითმმართველობა – 'ხელისუფლების გერი'
ახალციხეში დეცენტრალიზაციის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება
‘საკუთრებაში არაფერი გვაქვს’ – რა პრობლემებზე  ისაუბრეს მერებმა ფორუმზე