FM97.5 / LIVE

მოხუცი, რომელზეც ‘სამხრეთის კარიბჭე’ წერდა, გარდაიცვალა

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.06.2019
ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 82 წლის ვლადიმერ გალუსტიანი, მეზობლების თქმით, შვიდ ივნისს გარდაიცვალა.

მოხუცი, რომელზეც ‘სამხრეთის კარიბჭე’ წერდა, გარდაიცვალა

„ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი მოხუცი იატაკზე ნახეს“, - ამბობს გალუსტიანების ერთ-ერთი მეზობელი, მისივე თქმით, გარდაცვალებამდე მოხუცს ხელი ჰქონდა მოტეხილი: „სახლიდან ხშირად ტირილის ხმა გამოდიოდა“.

მეზობლები ასევე, მოხუცზე შვილების მხრიდან ძალადობის შედეგად გარდაცვალებას გამორიცხავენ: „ამაზე ეჭვის ნატამალიც არ არსებობს სამეზობლოში, მოხუცი ცუდად იყო და სიბერით გარდაიცვალა“.

ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვალებაზე საუბრობენ ვლადიმერის ოჯახის წევრებიც – მოხუცის ორი შვილი, რობერტ და გრიგოლ გალუსტიანები.

მოხუცზე შვილების მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე გალუსტიანების მეზობლები თებერვალში საუბრობდნენ.

„სამხრეთის კარიბჭეზე“ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტომ 82 წლის მოხუცს სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც გალუსტიანმა უარი განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ოთხ მარტს საქმეზე მოკვლევა დაიწყო. უწყების განმარტებით, მოკვლევის შედეგად დანაშაული არ გამოვლინდა: „შესაძლო ძალადობაზე დაწყებული მოკვლევის შედეგად დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა. მოხუცი ამბობდა, შვილი რომ არ მივლიდეს, მოვკვდებიო“, - განამრტავენ შსს-ს საზოგადაოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ვლადიმერ გალუსტიანი ცხრა ივნისს დაკრძალეს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.06.2019 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.06.2019 ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

17.06.2019 საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა

17.06.2019 'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

'გალუსტიანმა სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანაზე უარი გვითხრა'– სოციალური სააგენტო
82 წლის ვლადიმერ გალუსტიანის საქმეზე შსს–მ მოკვლევა დაიწყო
‘შვილები მივლიან და არსად წავალ’– გალუსტიანი სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანაზე
82 წლის გალუსტიანზე მერია პასუხისმგებლობას სოციალურ სააგენტოს აკისრებს
ლოგინად ჩავარდნილ 82 წლის კაცზე, სავარაუდოდ ოჯახში ძალადობენ
ხმა სოფლიდან: მარტოხელა მოხუცი [Audio]
ახალნამშობიარები გარდაცვლილი ქალის შვილი კლინიკიდან გაიყვანეს