FM97.5 / LIVE

რამდენმა ადამიანმა დატოვა სავალდებულო საპენსიო სისტემა სამცხე–ჯავახეთში

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.06.2019
სამცხე–ჯავახეთში საპენსიო დაგროვებითი სისტემის დატოვების შესახებ ყველაზე მეტი განცხადება ახალციხის მუნიციპალიტეტში დაიწერა, ყველაზე ცოტა კი – ასპინძაში. სისტემა რეგიონში სულ 2579 ადამინმა დატოვა.

რამდენმა ადამიანმა დატოვა სავალდებულო საპენსიო სისტემა სამცხე–ჯავახეთში
პირველი ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სისტემა ნინოწმინდაში – 153–მა, ახალქალაქში – 378–მა, ასპინძაში – 116–მა, ადიგენში – 152–მა, ბორჯომში – 754–მა, ხოლო ახალციხეში – 1026–მა მოქალაქემ დატოვა.

საპენსიო სქემის დატოვება შეუძლია მხოლოდ იმ პირს, რომელიც 2018 წლის ექვს აგვისტოს უკვე იყო 40 ან მეტი წლის. თუ პიროვნებას 40 წელი 2018 წლის შვიდ აგვისტოს, ან შემდეგ შეუსრულდა, მას საპენსიო სქემიდან გამოსვლის უფლება აღარ აქვს.

სავალდებულო საპენსიო სისტემის დატოვების მსურველთათვის განცხადების დაწერა შესაძლებელია, სქემაში ჩართვიდან, სამი თვის შემდეგ. სამი თვის ათვლა კი იმ თარიღიდან იწყება, როდესაც ბუღალტერი ამა თუ იმ პირის პირველ საპენსიო შენატანს დააფიქსირებს და დეკლარაციას დახურავს.

ვინც სარგებლობს სქემის დატოვების უფლებით, ვალდებულია სამი თვის განმავლობაში სქემაში დარჩეს. თუმცა სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ მათ ეძლევათ კიდევ ორი თვე, რათა დაწერონ განცხადება დატოვების შესახებ. თუ ამ ხნის განმავლობაში არ დატოვებს პირი სქემას, ის დარჩება დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ და სქემიდან ვეღარ გავა.

განცხადების დაწერა შეუძლია მინდობილ პირსაც, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


20.08.2019 ჯილდოს მიღების მსურველი პედაგოგებისთვის განცხადების შეტანის ვადა იწურება

19.08.2019 მასწავლებელთა გამოცდის შედეგები და გასაჩივრების ვადები ცნობილია

16.08.2019 სამაგისტრო გამოცდის შედეგები ცნობილია

16.08.2019 ახალციხელი სოფიო ტაბატაძე ლიეტუვაში სრული დაფინანსებით ისწავლის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.08.2019 სოციალური მუშაკი: ‘ტყემლანაში მცხოვრები ოჯახიდან ბავშვების წამოყვანას არ ვგეგმავთ’

20.08.2019 ბორჯომ–ხარაგაულის პარკში საფეხმავლო ხიდებს მოაწყობენ

20.08.2019 სამოქალაქო ინიციატივებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

20.08.2019 ‘თორი-დინამო’ - ბორჯომში რეგიონული ლიგა განახლდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 265–მა ადამიანმა დატოვა
სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სქემიდან გასვლაზე სააგენტოს 300–მდე პირმა მიმართა
40 წელს გადაცილებულ პირებს საპენსიო სისტემიდან გასვლა შეუძლიათ
ლევან სურგულაძე: ‘საპენსიო სქემა 141 000-მა ადამიანმა დატოვა’
საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება
დაგროვებით საპენსიო სისტემას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
გამოკითხვა:  როგორ აფასებთ დაგროვებითი პენსიის ახალ სისტემას?