FM97.5 / LIVE

როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.06.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 11–იდან 16 ივნისის ჩათვლით, სამცხე–ჯავახეთში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +32 გრადუსამდე მიაღწევს.

როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადა, კვირის განმავლობაში ქარი, წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი.

უფრო კონკრეტულად, 11 ივნისს სამცხე–ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც, თუმცა ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და ბარში +29 - +32 გრადუსი იქნება, ხოლო რეგიონის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ჰაერი, +20 - +25 გრადუსამდე გათბება.

12 ივნისს დღის ბოლოს და 13 ივნისს სინოპტიკოსები დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმას და სეტყვას ვარაუდობენ.

“ვერ ვიტყვით, რომ იქნება ძლიერი, თუმცა სეტყვა იქნება. ამავე პერიოდში, რეგიონის მასშტაბით, ქარის მიმართულება შეიცვლება და დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს. ამასთან, შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება, თუმცა უმნიშვნელოდ“, – ამბობს დოდო გვაზავა.

რაც შეეხება კვირის ბოლო დღეებს, 14, 15 და 16 ივნისს სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და სეტყვა.

[ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]


17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.06.2019 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.06.2019 ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

17.06.2019 საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა

17.06.2019 'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში
5-11 ივნისს საქართველოში წვიმა, ზოგან კი სეტყვაა მოსალოდნელი
5-8 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა  მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს
საქართველოში ოთხი დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი
აღმოსავლეთ საქართველოში სამი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
28–29 აპრილს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი