FM97.5 / LIVE

სამხარეო ადმინისტრაცია: აუდიტის დასკვნაში მოყვანილი მაგალითები რეალობას არ შეესაბამება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 10.06.2019
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ბოლო სამი თვის განმავლობაში, სამივლინებო და საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით ამბობენ, რომ აღნიშნული თანხები მათი მუშაობის შესაფერისია, თუმცა, მათივე თქმით, აუდიტის დასკვნაში ნაჩვენები მაგალითები რეალობას არ შეესაბამება.

სამხარეო ადმინისტრაცია: აუდიტის დასკვნაში მოყვანილი მაგალითები რეალობას არ შეესაბამება

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ბოლო სამი თვის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ მივლინებებში – 1000 ლარი, ხოლო სამი ავტომობილით გადაადგილებში 9 251 ლარი დახარჯა, მხარის რწმუნებულის მოადგილე ეხმაურება.

შალვა ბერძენიშვილი განმარტავს, რომ ის თანხები, რაც დასკვანშია მოყვანილი, რეალობაა, თუმცა სიმართლეს არ შეესაბამება დასკვნაში მოყვანილი მაგალითები, რომ ისინი, 3-3-ჯერ ადიგენსა და მის სოფლებში, ასევე ბორჯომსა და მის სოფლებში, 2-2-ჯერ ნინოწმინდასა და ბაკურიანში, ხოლო ერთხელ ახალციხის სოფლებსა და თბილისში იყვნენ.

„ეს თანხა, თითო მანქნაზე გამოდის 450 ლიტრი საწვავი, აქედან მარტო გუბერნატორი კვირაში ერთხელ დადის მთავრობის სხდომაზე. ამის გარდა, ორ კვირაში ერთხელ, სამინისტროში ტარდება თათბირები და იქ უნდა დაესწროს, ასევე, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებია, სადაც აუცილებლად უნდა იყოს“, – განმარტავს მხარის რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი.

გარდა ამისა, ბერძენიშვილი ამბობს, რომ ყოველდღიურად რეგიონში, სხვადასხვა პროექტებზე უწევთ გასვლა: „უამრავი პროექტებია გზის, წყლის, სკოლების, სასწრაფოების და ა.შ., რომლებსაც მუდმივად თვალყურს ვადევნებთ და ვაკვირდებით მუშაობას. თუნდაც, გოგაშენში მეწყერი რომ ჩამოწვა, რამდენჯერმე ვიყავით და ბევრია მსგავსი შემთხვევა, რომელიც გადაუდებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“.

რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებს, შალვა ბერძენიშვილი ამბობს, რომ 1000 ლარში შედის ერთდღიანი ვიზიტი თურქეთში, სადაც სამხარეო ადმინისტრაციის ოთხი წარმომადგენელი იმყოფებოდა. გარდა ამისა, ადმინისტრაციის თანამშრომლების ტრენინგებზე და კონფერენციებზე წასვლის ხარჯებია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.06.2019 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.06.2019 ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

17.06.2019 საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა

17.06.2019 'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ვინ რამდენი ლარი დახარჯა მივლინებაში - აუდიტის მონაცემები
სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ ზურა ხაჩიძე დაინიშნა
ვარძია–გოგაშენის გზის გაწმენდა ხვალიდან გაგრძელდება
გოგაშენი–ვარძიის დამეწყრილი გზა გეოლოგებმა შეისწავლეს
ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დატანილი დასახელებები შეიცვლება
ვარძია–გოგაშენის გზაზე მეწყერი განმეორდა, ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან
ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის გაწმენდა დაიწყო