FM97.5 / LIVE

თანამედროვე ტექნოლოგიები სამცხე–ჯავახეთში - ახალციხეს Techno Bus ეწვია

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.06.2019
ხუთდღიანი პროექტის ფარგლებში, ადგილობრივები თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.

თანამედროვე ტექნოლოგიები სამცხე–ჯავახეთში - ახალციხეს Techno Bus ეწვია

„თანამედროვე ტექნოლოგიები დასაქმების და განათლების იდეალური საშუალებაა, ამის სათქმელად ვართ აქ და ხუთი დღის განმავლობაში შევხვდებით ახალგაზრდებს, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ბიზნესის კეთება აინტერესებთ“, - გვითხრა Techno Bus-ის დამფუძნებელმა დავით ველიაშვილმა.

რა როლი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს და როგორ შეიძლება მისი საშუალებით გამდიდრება? - ამ თემებზე სასაუბროდ Techno Bus-მა შეხვედრა დღეს ახალციხის მერიაში დაიწყო.

ინოვაციებით დაინტერესებულ ადგილობრივებთან მომდევნო შეხვედრა ხვალ, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში გაიმართება. ახალციხეში შეხვედრები კერძო სკოლა მზექაში, მუსიკალურ სკოლასა და ბოლოს ღია ცის ქვეშ, ცენტრალურ პარკშია დაგეგმილი, მონაწილეობა კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

პროექტი უცხო ენების შემსწავლელი ვებ-გვერდის, Lingwing.ge-ისა და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდება. Techno Bus ქვეყნის 50-მდე სკოლას უკვე ეწვია, მათი ბოლო გაჩერება კი სამცხე-ჯავახეთია.

ახალციხის შემდეგ, პროექტის ორგანიზატორები ტექნოლოგიურ ინოვაციებზე სასაუბროდ ადიგენს, ბორჯომს, ასპინძასა და ახალქალაქს ეწვევიან.

თანამედროვე ტექნოლოგიები სამცხე–ჯავახეთში - ახალციხეს Techno Bus ეწვია

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.06.2019 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.06.2019 ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

17.06.2019 საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა

17.06.2019 'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ხვალ უნივერსიტეტში  ასტრონომიული აღმოჩენების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართება
‘ცოცხალი წიგნები’ – თანამედროვე მწერლები ახალციხეში
'ცოცხალი წიგნები' სამცხე–ჯავახეთში
ახალციხეში მეფუტკრეებს  ტრენერებად ამზადებენ
ხვალ ახალციხეში საპენსიო რეფორმის შესახებ შეხვედრა გაიმართება
თამარ სანიკიძემ არალში სკოლის მშენებლობის პროცესი მოინახულა
ახალციხეს უკრაინიდან 14 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ეწვია