FM97.5 / LIVE

TDI ‘წილხვდომილობაზე’: პედაგოგების ჩართვა ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.06.2019
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საქართველოს რეგიონებში პედაგოგებისთვის წილხვდომილობის შესახებ ლექციების ჩატარებას ეხმაურება.

TDI ‘წილხვდომილობაზე’: პედაგოგების ჩართვა ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს

TDI-მ განცხადება დღეს, 10 ივნისს გაავრცელა.

„იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ხელს უწყობდეს საჯარო საგანმანათლებლო სივრცეში დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობასა და ამ კუთხით, პედაგოგების ცოდნის გაღრმავებასა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, მასწავლებლებს მონაწილეობა უხდებათ მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური შინაარსის ღონისძიებებში“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

TDI მიიჩნევს, რომ პროცესი, რომელიც მოიცავს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში პედაგოგების ჩართვას, ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს. ასევე ირღვევა “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მთელი რიგი ნორმები:

o სახელმწიფო ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიზნად აცხადებს რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას (მუხლი 3);

o დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება. დაუშვებელია სკოლის მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების რაიმე დისკრიმინაცია. (მუხლი 13);
o დაუშვებელია, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს (მუხლი 18).

მსგავსი ტიპის ლექციებში პედაგოგების, მით უმეტეს, განსხვავებული რელიგიური მრწამსის მასწავლებლების ჩართვა ყოვლად მიუღებელია. პრობლემურია ის გარემოებაც, რომ პედაგოგებს დაგეგმილი ღონისძიების მიზნისა და შინაარსის შესახებ წინასწარ არ მიეწოდათ შესაბამისი ინფორმაცია.
გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურებოდა პედაგოგებისთვის წილხვდომილობის შესახებ ლექციების გამართვა, რამდენადაც ისინი, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის შესაბამისად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა შესაბამისი დაწესებულების მიერ ორგანიზებულ და აკრედიტებულ ოფიციალურ ტრენინგად მეტისმეტად ძნელია მივიჩნიოთ. ყოველივე აქედან გამოდინარე, მსგავსი ლექციები ვერ მოემსახურება მასწავლებლების პროფესიული უნარების გაუმჯობესებას, რაც მათ პროფესიულ წინსვლაში დაეხმარებოდა და მისცემდა შესაბამის კრედიტს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ვერ ახერხებს საპატრიარქოსგან დისტანცირებას და არღვევს რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ პრინციპს. ღვთისმშობლის წილხვდომილებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები, ამ მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი და დახარჯული თანხა სწორედ მოცემულ სისტემურ პრობლემაზე მიანიშნებს.

მოვუწოდებთ:

საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დაიცვან სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის კონსტიტუციური პრინციპი და რელიგიური ნეიტრალობა;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, არ დაუშვას საჯარო სკოლებში კონსტიტუციითა და “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით განმტკიცებული რელიგიური ნეიტრალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დარღვევა; განმარტოს, აღნიშნულ ლექციებში მასწავლებლების ჩართვის საფუძვლები და მიზნები, წარმოადგინოს პასუხისმგებელი უწყებებისა და გაწეული ხარჯების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია.


რვა ივნისს მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა რეგიონში საჯარო სკოლების ასეულობით მასწავლებელს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის შესახებ თეოლოგიური ლექციები ჩაუტარეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პედაგოგების ნაწილს ლექციაზე დასწრება დაავალეს და განსახილველი თემის შესახებ წინასწარ არ შეატყობინეს. პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ ლექციები დაეთმო ქრისტიანობისა და სახარების არსზე საუბარს და არ ყოფილა ინტერაქტიული. ამასთან, საყურადღებოა, რომ წალკის რაიონიდან რუსთავში ლექციაზე დასასწრებად ჩასული პედაგოგების უმრავლესობა მუსლიმი იყო.

"წილხვდომილობაზე" ლექცია ჩატარდა ახალციხეშიც.

[sknews.ge]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

TDI მიმართავს განათლების სამინისტროს შეისწავლოს მოხეს სკოლაში მომხდარი
GDI –ს  განცხადება გოგონას რელიგიის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის თაობაზე
TDI : სამინისტრო მუსლიმი მოსწავლისთვის თავსაფრის ტარების აკრძალვას ამართლებს
სამინისტრო: მოხის სკოლის მოსწავლე თუ თვლის, რომ მისი უფლება იზღუდება, შეუძლია მომართოს სამინისტროს შიდა აუდიტს
რას სთავაზობს პედაგოგებს 'ზოგადი განათლების პროფესიული კავშირი'
განათლების მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში პედაგოგებს მასწავლებელთა შეფასების სქემა გააცნო
ომბუდსმენი განათლების სამინისტროს მოუწოდებს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებზე კონკრეტული ღონისძიებები გაატაროს