FM97.5 / LIVE

'დაკარგული' ბორჯომელი გოგონების საქმეზე გამოძიება გრძელდება, მაგრამ დანაშაული არ იკვეთება

მთავარისიახლე, სამართალი 10.06.2019
ბორჯომში ექვსს ივნისს დაკარგული მეცხრეკლასელი გოგონები, რომლებიც ქალაქ ზესტაფონში იპოვეს, სკოლაში ჯერ არ მისულან.

'დაკარგული' ბორჯომელი გოგონების საქმეზე გამოძიება გრძელდება, მაგრამ დანაშაული არ იკვეთება

როგორც ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, ჯულიეტა ჯინჯოლავა ამბობს, ერთი მათგანი გორში მშობლებთან არის, მეორე კი ბორჯომში, თუმცა სკოლაში არცერთი მისულა.

დირექტორის თქმით, გოგონებთან დაკარგვის მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა კომუნიკაცია ჰქონდა საქმის გამომძიებელთან.

ჯულიეტა ჯინჯოლავას თქმით, მიზეზი, რატომაც გაიპარნენ მოზარდები ბორჯომიდან, მისთვის ცნობილია, თუმცა ამაზე საუბარი არ სურს: „ის, რაც გამომძიებელმა მითხრა, არ არის საჯარო, რადგან საქმე მოზარდებს ეხება. ამიტომ ვერაფერს გეტყვით“.

მისივე თქმით, მეცხრეკლასელი გოგონების გაპარვასთან დაკავშირებით დანაშაულებრივი ნიშნები არ იკვეთება: „ მათ მიმართ რაიმე დანაშაულს – თუნდაც კლასელების, მასწავლებლის ან ვინმეს მხრიდან ბულინგს ადგილი არ ჰქონია. ეს ყველაფერი იყო უბრალო ბვშვური რაღაცა“.

ბორჯომში ორი მეცხრეკლასელი გოგონა ექვს ივნისს დილით დაიკარგა. ისინი ცხრა საათზე გაკვეთილზე არ გამოცხადდნენ, ამიტომ სკოლის ადმინისტრაციამ მშობლებს შეატყობინა. მშობლებმა და მასწავლებლებმა არასრულწლოვნების კვალს რომ ვერ მიაგნეს, პოლიციას გამოუძახეს. სამართალდამცველებმა მეცხრეკლასელებს ზესტაფონში მიაკვლიეს.

არასრულწლოვანების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობს.

უწყებაში ამბობენ, რომ ძიება გრძელდება და ამ დროისათვის საქმეში დანაშაულის კვალი არ იკვეთება.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში 'დაკარგული' გოგონების საქმეზე ძიება შეწყდა
შსს ზესტაფონში ნაპოვნ გოგონებს დღეს გამოკითხავს
ბორჯომში დაკარგული გოგონები იპოვეს
ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგონას ეძებენ
დაკარგული გოგონების მშობლები გამოკითხვაზე გადაიყვანეს
დამნაშავე არ იკვეთება, თუმცა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – კორხის ეკლესიის ამბავი
ბაღის მასწავლებლის საქმეზე, რომელსაც ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ, ძიება არ დასრულებულა