FM97.5 / LIVE

ახალციხის პოლიციაში დანით შეიარაღებული კაცი შევარდა

მთავარისიახლე, შემთხვევა 10.06.2019
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 25 წლის კაცი ყვირილით შევარდა და სამართალდამცავებს შეურაცხყოფა მიაყენა. მას ხელში დანა ეჭირა.

ახალციხის პოლიციაში დანით შეიარაღებული კაცი შევარდა

შემთხვევა შვიდ ივნისს გვიან ღამით მოხდა. როგორც დაკავებულის ადვოკატი, ირაკლი ბარძიმაძე, გვეუბნება, 25 წლის ახალგაზრდა, ნასვამ მდგომარეობაში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობაში დანით შეიარაღებული შეიჭრა და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ადვოკატის თქმით, მოგვიანებით ახალგაზრდამ, პოლიციელების მოთხოვნით, დანა გადააგდო.

დაკავებულის დედა გვიყვება, რომ მისი შვილის ასეთი ქცევა პოლიციისგან მოსულ მესიჯს მოჰყვა.

„გვიან ღამით ჩემს ტელეფონზე მოვიდა ჯარიმის მესიჯი პოლიციისგან. ასე გვიან რომ ვიღაცამ მომწერა და რომ დაინახა, ეს პოლიცია იყო, ამაზე აღელდა – მომეცი ერთი ტელეფონი, ვინ გაწუხებსო. ნასვამი იყო. არ ვიცი, ასე დაბინდული გონებით რა იფიქრა და ამ ამბავს ეს ყველაფერი მოჰყვა“, – ამბობს 25 წლის ახალგაზრდის დედა.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა დღეს, 10 ივნისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. ახალგაზრდას 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

„პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას. მათ ვერ დაასაბუთეს პატიმრობის მოთხოვნა. დაკავებულს დახასიათება ჰქონდა სამუშაო ადგილიდან, რომ წესიერი ადამიანია. მას დადებითად ახასიათებენ მეზობლები, ასევე – მისი ჯგუფელები. იგი ფეხბურთის გუნდში თამაშობს და უნივერსიტეტშიც სწავლობს. ამ პიროვნებისგან ახალი დანაშაულის ჩადენა, მიმალვა ან მოწმეზე ზეწოლა გამორიცხულია. ამიტომ მოსამართლემ გირაო შეუფარდა“, – ამბობს ადვოკატი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ 1994 წელს დაბადებული კაცი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება სსკ–ს 239 მუხლით მიმდინარეობს.

[sknews.ge]


28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

28.09.2020 ‘არ დავიშლებით, ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან

28.09.2020 საქართველო–სომხეთის საზღვართან აქცია იმართება [ვიდეო]

27.09.2020 ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის პოლიციაში დანით შეჭრილ კაცთან საპროცესო გაფორმდა
აბასთუმანში დანით შეიარაღებული მამაკაცი ადგილობრივის ოჯახში შეიჭრა
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
ახალქალაქში 27 წლის კაცი დააკავეს
23 წლის ბიჭი დის ცემის ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს
ახალქალაქის სასამართლომ 27 წლის კაცი პატიმრობაში დატოვა
'მეორე შახტაში' დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა