FM97.5 / LIVE

ქუჩები ქალების სახელებით

მთავარისიახლე 10.06.2019
სამცხე ჯავახეთის რეგიონის ექვს ქალაქში – ადიგენი, ახალციხე, ასპინძა, ახალქალაქი, ბორჯომი და ნინოწმინდა – ჯამში, დაახლოებით სამასამდე ქუჩაა. აქედან, ქალის სახელი მხოლოდ ათ ქუჩას აქვს.

ქუჩები ქალების სახელებით
ჩვენ გვაქვს ხაშურის ქუჩა, ქუთაისის ქუჩა, ადიგენის ქუჩა, აბასთუმნის ქუჩა, ბორჯომის ქუჩა, მაგრამ ქუჩები, რომლებსაც ქალების სახლები ჰქვია, სულ ცხრაა.

არის თამარ მეფის, ელენე ახვლედიანის, წმინდა ნინოს, ქეთევან წამებულის, ანა კალანდაძის, მარიჯანის ქუჩები.

ადიგენში, 14 ქუჩაა და აქედან ერთია თამარ მეფის სახელობის.

ახალციხეში, დაახლოებით 90 ქუჩაა და აქედან ქალის სახელს მხოლოდ სამი ქუჩა ატარებს. ესენია: თამარ მეფის, წმ. ქეთევან დედოფლის და ელენე ახვლედიანის ქუჩები.

ნინოწმინდაში 71 ქუჩაა, აქედან ქალის სახელი მხოლოდ ერთ ქუჩას აქვს – პოეტი, მწერალი სილვა კაპუტიკიანი.

ბორჯომში 69 ქუჩაა, აქედან სამია ქალის სახელობის: თამარ მეფე, წმინდა ნინო, ქეთევან წამებული.

ასპინძაში 39 ქუჩაა, ერთი ქუჩაა მეფე თამარის.

ახალქალაქში კი ქალის სახელობის მხოლოდ თამარ მეფის ქუჩაა.

წაღვერში, ბაკურიანსა და ახალდაბაში 53 ქუჩაა, აქედან წაღვერშია მარიჯანის, წმინდა ნინოსა და ანა კალანდაძის სახელობის ქუჩები. ახალდაბაში, ქუჩა ქალის სახელით არ არის. ბაკურიანში კი თამარ მეფის ქუჩაა.

თუ ვინ არიან ქალები, რომელთა სახელებიც სამცხე–ჯავახეთის ქუჩებს აქვთ მინიჭებული იხილეთ აქ:

თამარ მეფე – საქართველოს მონარქი 1184 წლიდან 1231 წალმდე. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“.

წმინდა ნინო – ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელი საქართველოში. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი.

ქეთევან დედოფალი – აღესრულა მოწამეობრივად – 1624 წლის 12 სექტემბერი – „ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“. ქართულმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა.

სილვა კაპუტიკიანი – სომეხი პოეტი, 1919 – 2006 წწ.

ანა კალანდაძე – ქართველი პოეტი, 1924 – 2008 წწ.

მარიჯანი– (ნამდვილი სახელი — მარიამ მარკოზის ასული ტყემალაძე - ალექსიძე) — ქართველი პოეტი, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1890 – 1978 წწ.

ელენე ახვლედიანი – ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი. 1901 – 1975 წწ.

[გულო კოხოძე, სამცხე–ჯავახეთი]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

31 იანვარს საქართველოში თამარობა აღინიშნება
31 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია თამარობას აღნიშნავს
ბორჯომში თამარ მეფის სახელობის ტაძარი აკურთხეს
14 მაისს თამარობა აღინიშნება
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ახალციხეშია [Photo]
14 მაისს საქართველოში თამარობა აღინიშნება
14 მაისს თამარობა აღინიშნება