FM97.5 / LIVE

აშენდება თუ არა საცურაო აუზი ახალციხეში - გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.06.2019
ახალციხეში საცურაო აუზის მშენებლობისთვის, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა. მასში მონაწილე კომპანიამ, სატენდერო კომისიისგან მინიჭებული დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა, თუმცა - უშედეგოდ. სპორტული კომპლექსის მშენებლობის ბედი, ამ დრომდე გაურკვეველია.

აშენდება თუ არა საცურაო აუზი ახალციხეში - გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა
ფოტო: ახალციხის მერია, 2018 წელი, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ახალციხეში

სპორტული კომპლექსი, რომელზეც, უკვე მერვე თვეა, თვითმმართველობაში საუბრობენ, ახალციხეში პირველი თანამედროვე ტიპის საცურაო აუზის მოწყობას ითვალისწინებს.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადებაზე გამოცხადებული ტენდერი 2019 წლის 17 მაისს შეწყდა. ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიას, „ჯორჯიანჰაუსს“, მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა იმ მიზეზით, რომ კომპანიის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარდგენილი დოკუმენტაცია სატენდერო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. კომისიის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა კომპანია და მიღებული დისკვალიფიკაცია სატენდერო კომისიაში გაასაჩივრა, თუმცა უარყოფით პასუხი მიიღო.

„მაინც არ დაგვიკმაყოფილეს მოთხოვნა. წარმოვადგინეთ ყველა საბუთი, მაგრამ განმარტებაში დაწერეს, ამ დოკუმენტაციას ვერ გავითვალისწინებთ, იმიტომ, რომ ტენდერის დასრულების შემდეგ არის გამოგზავნილიო. ამიტომ ძალაში დატოვეს კომისიის პირველი გადაწყვეტილება“, - ამბობს კომპანია „ჯორჯიანჰაუსის“ დირექტორი თორნიკე დვალი.

დვალი მიიჩნევს, რომ კომისიამ არასამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა: „ხელახლა თუ გამოაცხადებენ ტენდერს, მონაწილეობის მიღება შემიძლია, მაგრამ მგონი მაგათ არ უნდათ, რომ ჩემი წინადადება მიიღონ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ჩვენი კომპანია არ უნდათ. ამიტომ აზრი აღარ აქვს მაღალ ინსტანციებში გასაჩივრებას, შედეგი მაინც არ მოჰყვება“.

საცურაო აუზის მშენებლობის შესახებ, ახალციხის მერიამ საუბარი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. მაშინ, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ახალციხეშიც იმყოფებოდნენ და ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც კომპლექსის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო.

ხუთი თვის შემედეგ, 2019 წლის მარტში, ახალციხის მერმა კომპლექსის მშენებლობის საკითხი საკრებულოს სხდომაზე დააყენა. ზაზა მელიქიძემ აღნიშნა, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც კომპლექსის მშენებლობა იგეგმებოდა, სასპორტო სკოლის ყოფილი საქვაბის მცირე შენობა იდგა. მისი დემონტაჟი კი აუცილებელი იყო და საკრებულოს ამაზე გადაწყვეტილება დროულად უნდა გამოეტანა, რადგან „დონორი ორგანიზაცია არ იცდიდა“. ამ საკითხმა საკრებულოში ხმაური და მერსა და დეპუტატებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. დეპუტატთა ნაწილმა განაცხადა, რომ საკითხს მხარს არ დაუჭერდა.

26 მარტის შემდეგ, საკრებულოში ორი სხდომა დაიგეგმა, მათგან ერთზე შენობის დემონტაჟის საკითხი დღის წესრიგიდან სხდომის დაწყებამდე მოიხსნა, მომდევნო სხდომაზე კი ეს თემა საერთოდ არ გამოუტანიათ.

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე, გელა ნოზაძე ამბობს, რომ საკრებულო არც კომპლექსის მშენებლობისა და არც საქვაბის შენობის დემონტაჟის წინააღმდეგია: „არ გვინდა, ისე დაიხატოს სურათი, რომ საკრებულო წინააღმდეგია აუზის მშენებლობის. პირიქით, ჩვენ გვინდა, რომ დოკუმენტაცია იყოს სრულყოფილი. უკვე გაგზავნილი გვაქვს მიმართვა აუდიტის მოსაწვევად, გამარტივებული წესით შევისყიდით აუდიტურ მომსახურებას და დასკვნის შემდგომ გავიტანთ ამ საკითხს საკრებულოს სხდომაზე“.

ახალციხის ცენტრალური მოედნის მიმდებარედ, თანამედროვე სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა 2013 წელს დაიგეგმა. მაშინ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი იყო: „ეს ყველაფერი დაიგეგმა 2013-2014 წლებში. ეს იყო საკმაოდ დიდი და სერიოზული პროექტი, რომელიც სტადიონის რეაბილიტაციას და საცურაო აუზის მშენებლობას ითვალისწინებდა. ნახევარი მილიონი უნდა ჩაგვედო პირველ ეტაპზე, ეს იყო თანხა ბიუჯეტიდან და სამ მილიონ ევრომდე დებდა მძლეოსნობის ოლიმპიური კომიტეტი. პროექტი, ფაქტობრივად, გვაჩუქა ოლიმპიურმა კომიტეტმა, თუმცა იგი საჭიროებდა დაზუსტებას“.

ექვსი წლის წინანდელი პროექტის მიხედვით, კომპლექსი იმავე ადგილზე უნდა აშენებულიყო, სადაც ამჟამად მისი მშენებლობა იგეგმება. თუმცა 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემედეგ, ახალციხის ხელისუფლება შეიცვალა და პროექტი არ განხორციელდა. „ჩემი ვადა ამოიწურა და ვეღარ გავაგრძელე ამ პროექტზე მუშაობა. ის თანხა, რაც იყო ჩადებული, ღმერთმა იცის, რაში გახარჯა იმ ხელისუფლებამ, რომელიც მაშინ მოვიდა“, – ამბობს ოლეგ სანდროშვილი.

არჩევნების შემდეგ, ახალციხის თვითმმართველობის მერი გიორგი კოპაძე გახდა. 2014 წლის სექტემბერში მან განაცხადა, რომ ახალციხის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია და საცურაო აუზის მშენებლობა გადაიდო, რადგან სტადიონისთვის გამოყოფილი თანხა მუნიციპალიტეტის არასწორ ლიკვიდაციას შეეწირა: „საბიუჯეტო ცვლილებები განხორციელდა, არასწორად გაიცა ხელფასები და კომპენსაციები. თითქმის 300 ათას ლარზე მეტი იყო გამოყოფილი და სხვა რამეში დაიხარჯა. მაგრამ ახლა ამ თანხის მობილიზებას ვახდენთ, პარალელურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იმ ადამიანებთან, ვინც ძირითადი თანხა გამოყო, ეს არის მძლეოსნობის ფედერაცია“, - ამბობდა 2014 წელს გიორგი კოპაძე.

კომპლექსის „გადადებული მშენებლობა“ ამ დრომდე არ განხორციელებულა. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ თანამედროვე კომპლექსის მშენებლობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადებაზე ტენდერს კიდევ გამოაცხადებენ, ოღონდ, კონკრეტული დრო უცნობია.

აშენდება თუ არა საცურაო აუზი ახალციხეში - გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა
ადგილი, სადაც საცურაო აუზის მშენებლობა იგეგმება

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საცურაო აუზის პროექტის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
ახალციხეში საცურაო აუზის პროექტის მოსამზადებლად კომპანია შეირჩა
რატომ ჭიანურდება საცურაო აუზის მშენებლობა ახალციხეში
ახალციხის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია გადაიდო
ახალციხეში საცურაო აუზი სასპორტო სკოლის მიმდებარედ აშენდება
ახალციხეში საცურაო აუზი აშენდება
ბორჯომში საცურაო აუზის საქმეზე მშენებელი პასუხისგებაში მისცეს