FM97.5 / LIVE

ფოკის მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.06.2019
ნინოწმინდაში,სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბის ჯებირებისა და წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან, ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.

ფოკის მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა

იმ ტერიტორიაზე, სადაც პირველ ივნისს, პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა მორწმუნეებთან ერთად „წმინდა ნინოს გზის“ მსვლელობა დაიწყეს, მთავრობა ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 3 050 982 ლარი განისაზღვრა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი შვიდ ივნისს გამოაცხადა.

პროექტი ითვალისწინებს წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიასა და მის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე ფარავნის ტბის ჯებირის გაკეთებას.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, დაგეგმილია შემდეგი სამუშაოები:

► ცენტრალური ტრასიდან მონასტრამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის რეაბილიტაცია და პარკინგის მოწყობა გზის მიმდებარედ, მონასტრის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე;

► ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა, რომელიც სამი მცირე ზომის ერთსართულიანი შენობისაგან შედგება:

- ვიზიტორთა მისაღები სივრცე მცირე მაღაზია-კაფე, სადეგუსტაციო ოთახი, სამზარეულო და დამხმარე სათავსოები;
- საეკლესიო მაღაზია;
- საზოგადოებრივი საპირფარეშო.

► დარბაზული სახლის რეაბილიტაცია;

► სამეურნეო დანიშნულების სათავსოს აშენება, არსებული სამეურნეო შენობის გვერდით;

► ობიექტების წყალმომარაგებისათვის ჭაბურღილისა და ბიოლოგიური საკანალიზაციო გამწმენდის მოწყობა;

► ტერიტორიის კეთილმოწყობა საფეხმავლო ბილიკებით, ადგილობრივი ქვის ღობეებით, გარე განათებით.

► ფარავნის ტბის ნაპირას საყოველთაო სანათლავისა და საფეხმავლო პანდუსის მშენებლობა.

► ფარავნის ტბის ნაპირას ავტოსადგომის, სანკვანძისა და გადმოსახედის მშენებლობა.

► ფარავნის ტბის წყლის სარეგულაციო ფარის მშენებლობა.

► წმ. ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსიდან საყოველთაო სანათლავამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკების მოპირკეთება და გარე განათების სისტემის მოწყობა.

ფოკის დედათა მონასტრის ტერიტორიასა და ფარავნის ტბაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პირველ ივნისს, ნინოწმინდაში სტუმრობისას განაცხადა.

ფოკას წმიდა ნინოს ტაძარი XI საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. მისი დაარსება საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელ წმიდა ნინო კაბადოკიელის სახელს უკავშირდება.

ტაძარი დარბაზული ტიპისაა. მას რესტავრაცია 90-იან წლებში ჩაუტარდა. ამჟამად აქ მონასტერია.

მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს დაზიანებული დარბაზული ტიპის სამეურნეო დანიშნულების შენობა - სამცხე-ჯავახეთში გავრცელებული სახლის ტიპი, სადაც საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსოები (დარბაზი, ოდა, ბოსელი, საბძელი, სათონე, ბეღელი, მარანი და სხვა) ერთ ჭერქვეშ იყო განლაგებული.

დარბაზული სახლის მთავარ თავისებურებას ხის მრავალსაფეხურიანი გუმბათი - გვირგვინიანი გადახურვა წარმოადგენს, რომელიც საშუქე და კვამლის ასასვლელი პატარა ერდოთი მთავრდებოდა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ნინოწმინდა]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ფოკის დედათა მონასტერთან და ფარავნის ტბაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
სამინისტრო: საფარის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა
პრეზიდენტი და პრემიერი 'წმინდა ნინოს გზის' მსვლელობას შეუერთდნენ [ფოტო]
მინისტრებმა სამცხე-ჯავახეთში ტურისტული ობიექტები დაათვალიერეს
1 ივნისს წმინდა ნინოს ხსენების დღეა
ფოკაში ნინოობას აღნიშნავენ
ბაკურიანში საფეხმავლო და ველობილიკის მოწყობა იგეგმება