FM97.5 / LIVE

ახალციხეში მოტორბოლაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.06.2019
ახალციხეში, მოტორბოლის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ. რბოლაში თბილისისა და ახალციხის მოტოკლუბების 22 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ახალციხეში მოტორბოლაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ [ფოტო]
მოტორბოლა ახალციხეში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპორტსმენებმა სტარტი 12:00 საათზე, სოფელ ღრელის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღეს და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველაზე რთული რელიეფის, 40 კილომეტრიანი მონაკვეთი დაფარეს.

ფინიშის ხაზი „ახალციხის ციხის“ მიმდებარე ტერიტოიაზე იყო, რომელიც სამ საათიანი რბოლის შემდეგ ყველაზე პირველმა, ,,ენდურო ჯორჯიას" სპორტსმენმა გიორგი გახელაძემ გადაკვეთა, ფინიშამდე მეორე ახალციხის მოტოკლუბის მრბოლელი არმენ გრიგორიანი მივიდა, ხოლო მესამე ისევ, თბილისის კლუბის სპორტსმენი გიორგი ოთიაშვილი.

პირველ ადგილზე გასულს თასი და ოქროს მედალი გადაეცა, მეორე და მესამე ადგილზე გასულებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მიიღეს. მოტორბოლაში მონაწილე ყველა სპორტსმენს კი სერთიფიკატები გადაეცათ.

შეჯიბრი თბილისის კლუბ ,,ენდურო ჯორჯიასა" და ახალციხის მოტოკლუბის (caste riders) ორგანიზებით, სამცხე–ჯავახეთში პირველად ჩატარდა. სპორტული ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მიზანს მოტორბოლისა და რეგიონის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

„რთული, თუმცა საინტერესო შეჯიბრი გამოგვივიდა. მე სურვილი მაქვს, რომ ასეთი ღონისძიებები შემდეგ წლებშიც გაგრძელდეს და ისევ, ჩავატაროთ ახალციხეში“,–განაცხადა ,,ენდურო ჯორჯიას" პრეზიდენტმა თამაზ შინჯიკაშვილმა.
ახალციხეში მოტორბოლაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ [ფოტო]

ახალციხეში მოტორბოლაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ [ფოტო]

ახალციხეში მოტორბოლაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ [ფოტო]

ახალციხეში მოტორბოლაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ [ფოტო]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ახალციხეში მოტომრბოლელების  შეჯიბრი მიმდინარეობს
ახალციხელმა სპორტსმენებმა კიკბოქსინგში 2 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი აიღეს
ახალციხეში მძლეოსნობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა
ახალციხელმა მძლეოსნებმა 9 ოქროს მედალი მოიპოვეს
გარბენში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photosvideo]
ახალციხეში მინიფეხბურთის ჩემპიონატი უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო